1. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის მუნიციპალურ გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობას, სათანადო პირობების შექმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, ხელი უწყოს დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას.
2. გენდერული საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.
3. საბჭო ვალდებულია ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ.გვერდზე, რომელიც ასევე ეგზავნება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორის საბჭო