1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ - შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები- შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) - საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
დ) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ე) საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით - ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკის - გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;
ზ) დასახლების საერთო კრების გადაწყვეტილებას - დასახლების საერთო კრების ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში.
თ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს - შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;
ი) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღეს, ადგილს და საათებს - მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
კ) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღეს, ადგილს, საათებს და დღის წესრიგს (მისი არსებობის შემთხვევაში) – შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
ლ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტს, ანგარიშის წარდგენის დღეს, ადგილს და საათს – ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
მ) საკრებულოს, საკრებულოს თავჯდომარის, საკრებულოს წევრის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიურ ანგარიშს - წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ნ) მერის, მერიის სამსახურების უფროსების და ადმინისტრაციულ ეთეულებში მერის წარმომადგენელთა წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ – წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ო) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველ სხვა დოკუმენტებს - აღმასრულებელი ორგანოს საქმისწარმოებისა და საინფორმაციო მომსახურების განყოფილებაში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე, „თვითმმართველი ერთეულის ვებ–გვერდის დებულებით" დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „გ”, „დ”, „ე”, „ვ”, „თ”, „ი”, „კ”, „ლ” და „მ“ პუნქტებით დადგენილი დოკუმენტები გამოქვეყნდეს მერიის შენობის პირველ სართულზე განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე.
თავი XVII
საკრებულოს აპარა