1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს და მისი ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.

2. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3. საკრებულოს კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას, საკრებულოს დავალებების რეგისტრაციას, საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას, საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას უზრუნველყოფს  მუნიციპალიტეტის  მერიის  საქმისწარმოებისა და საინფორმაციო მომსახურების განყოფილება.
თავი XVIII
საკრებულოს რეგლამენტის დაცვა და პასუხისმგებლობა მისი დარღვევისათვი