1. საკრებულოს წევრს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით
გაწეული ხარჯები. ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.
2. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით.
3.საკრებულოში ანაზღაურებაზე მყოფ საკრებულოს წევრებს (საკრებულოს
თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, საკრებულოს კომისიათა და ფრაქციათა
თავმჯდომარეებს, ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეებს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალოგიით მიეცემათ შვებულება ანაზღაურებით და ანაზღაურების გარეშე.
საკრებულოს თავმჯდომარის, ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების შესახებ გადაწყვეტილებას, უბრალო უმრავლესობით იღებს საკრებულო.
საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შვებულების მოთხოვნა შეიძლება გახდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საფუძველი.
6.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების და საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების მიერ შვებულების მოთხოვნის შესახებ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.
7. ფრაქციათა თავმჯდომარეების შვებულების საკითხს, ამ მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად, წყვეტს ფრაქციის სხდომა. აღნიშნულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების
სხდომის ოქმი ორ სამუშაო დღეში წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, ხოლო
ფრაქციის სხდომის ჩატარებიდან უახლოეს საკრებულოს სხდომაზე – საკრებულოს,რომელსაც საკრებულო იღებს ცნობად, კენჭისყრის გარეშე.
8. ამ მუხლში მითითებული თანამდებობის პირების (გარდა ფრაქციების თავმჯდომარეებისა)
მივლინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შვებულებისთვის დადგენილი პროცედურების ანალოგიურად, მისავლინებელი პირის მიერ განცხადების წარდგენის ვალდებულების გარეშე.
9. ფრაქციის თავმჯდომარე შესაძლებელია მივლინებულ იქნეს საკრებულოს ან
საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში.
ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესი აგრეთვე ვრცელდება ანაზღაურებაზე არმყოფ საკრებულოს წევრებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგი