1. საკრებულოში, ანაზღაურებაზე მყოფ საკრებულოს წევრებს (საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, საკრებულოს კომისიათა და ფრაქციათა თავმჯდომარეებს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალოგიით მიეცემათ შვებულება ანაზღაურებით და ანაზღურების გარეშე.

2. საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე, ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების შესახებ გადაწყვეტილებას, უბრალო უმრავლესობით იღებს საკრებულო.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირების მიერ (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა) საკრებულოს სხდომებს შორის შვებულების მოთხოვნის შესახებ წარდგენილი განცხადება შესაძლებელია დაკმაყოფილდეს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.

4. ფრაქციათა თავმჯდომარეების შვებულების საკითხს, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წყვეტს ფრაქციის სხდომა. აღნიშნულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების სხდომის ოქმი ორ სამუშაო დღეში წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, ხოლო ფრაქციის სხდომის ჩატარებიდან უახლოეს საკრებულოს სხდომაზე – საკრებულოს, რომელსაც საკრებულო იღებს ცნობად, კენჭისყრის გარეშე.

5. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შვებულების მოთხოვნა შეიძლება გახდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საფუძველი.

6. ამ მუხლში მითითებული თანამდებობის პირების (გარდა ფრაქციების თავმჯდომარეებისა) მივლინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შვებულებისთვის დადგენილი პროცედურების ანალოგიურად, მისავლინებელი პირის მიერ განცხადების წარდგენის ვალდებულების გარეშე.

7. ფრაქციის თავმჯდომარე, შესაძლებელია მივლინებული იქნეს საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესი აგრეთვე ვრცელდება ანაზღაურებაზე არ მყოფ საკრებულოს წევრებზე.

თავი III

საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგი