საკრებულოს წევრს, საკრებულოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში
, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები:

ა) ტრანსპორტით მგზავრობისათვის ან საწვავისთვის გაწეული ხარჯი;

ბ) სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის გაწეული ხარჯი;

გ) კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის, საფოსტო ან/და სატელეგრაფო გზავნილებისათვის გაწეული ხარჯი;

დ) სამივლინებო ხარჯები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა