1. საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც თავის
ი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით
, ირჩევს საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარე:
ა) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს;
ბ) უძღვება საკრებულოს მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს აპარატისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა საქმიანობას;
გ) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და დასრულებულად აცხადებს საკრებულოს მორიგ და რიგგარეშე სხდომებს;
დ) უძღვება სხდომებზე საკითხების განხილვას;
ე) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი სხდომის ჩატარების პროცედურების დაცვას;
ვ) ადგენს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანმიმდევრობის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
ზ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
თ) ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს სხდომაზე მოსაწვევ პირთა სიას;
ი) იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;
კ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის განვითარების პრიორიტეტების, მუნიციპალური პროგრამების და ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა (ბიუჯეტის) შესრულების მიმდინარეობას;
ლ) საერთო კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების მუშაობას;
მ) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს წევრთა უფლებების დაცვას;
ნ) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი მოვალეობების შესრულებას;
ო) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეთა წარდგინებით საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; დებს და აუქმებს მათთან ხელშეკრულებებს; საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომისიებში მოწვეულ პირთა საქმიანობას;
პ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას; საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიათა დებულებებს; გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს; ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას;
ჟ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას;
რ) ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
“ საქართველოს კანონით მიკუთვნებულ უფლება-მოვალეობებს;
ს) საერთო კორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობებისა და ინვენტარის მიზნობრივ ექსპლუატაციას, აკონტროლებს მათ ვარგისიანობას; ამ მიზნით ქმნის სამუშაო-სარევიზიო ჯგუფებს, საჭიროების შემთხვევაში იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს, მათი მეშვეობით ადგენს ქონების ვარგისიანობის ხარისხს და ექსპლოატაციის მიზნობრიობას; მნიშვნელოვანი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს
;
ტ) თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების დირექტორებს, ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
3. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია, ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით
, წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში.
4. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. საკრებულოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშ