1. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ირჩევს საკრებულო. ჯგუფის თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება რეგლამენტით და დროებითი სამუშაო ჯგუფის დებულებით დადგენილი წესით.

2. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე:

ა) უზრუნველყოფს სამუშაო გეგმის შესაბამისად ჯგუფის მუშაობას;

ბ) იწვევს, ხსნის და წარმართავს ჯგუფის სხდომებს;

გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;

დ) ადგენს ჯგუფის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხებზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტითა და ჯგუფის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;

ე) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ვ) ხელს აწერს ჯგუფის სხდომის ოქმებს;

ზ) მოქმედებს ჯგუფის სახელით;

თ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ჯგუფის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებ