1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

2. ფრაქციის სხდომის პერიოდულობა, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

3. ფრაქციას საკრებულოს შენობაში გამოეყოფა სამუშაო ფართი, ხოლო სხდომათა დარბაზში - შესაბამისი ადგილი.

4. ფრაქციისთვის სხდომათა დარბაზში ადგილისა და სამუშაო ფართის გამოყოფა ხდება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა შესაბამისად.

5. ფრაქციის საქმიანობის საორგანიზაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატ