1. ახლადარჩეული საკრებულო ისმენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებას არჩევნების შედეგების, არჩევნების ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ.

2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოხსენების შემდეგ, საარჩევნო დოკუმენტაციას (არჩევნების შემაჯამებელ ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და სხვა) გადასცემს სხდომის თავმჯდომარე