1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც.
2. საკრებულოს წევრებს სხდომამდე ორი დღით ადრე მაინც უნდა ეცნობოს საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილი, დაწყებისა და დამთავრების თარიღი, დრო და სავარაუდო დღის წესრიგი. საკრებულოს წევრი საკრებულოს მორიგ სხდომაზე ვალდებულია გამოცხადდეს სპეციალური მოწვევის გარეშე.
3. საკრებულო უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით გააგრძელოს სხდომა, ხოლო დღის წესრიგის საკითხების ამოწურვის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომების ვადამდე დამთავრების ან შეწყვეტის შესახე