აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტი |
1. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიმუშავებს და უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს;
ბ) უზრუნველყოფს კანონის, დადგენილების, კონცეფციის, რეზოლუციის, მიმართვის, დეკლარაციის, უმაღლესი საბჭოს მიერ მისაღები სხვა აქტის პროექტის, აგრეთვე კომიტეტის, დროებითი კომისიის დასკვნების საფუძველზე საკითხის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანას;
გ) საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნისა და მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის დამტკიცებისა და სხვა თანამდებობის პირთა თანამდებობაზე განწესების თაობაზე შესაბამისი კომიტეტების დასკვნების საფუძველზე საკითხის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანას;“.
2. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.“.
3. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 59. მორიგი სესიის მუშაობის განრიგი
1. უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა იმართება, როგორც წესი, სასესიო პერიოდის ყოველ ოთხშაბათს. დანარჩენი დრო ეთმობა ამომრჩევლებთან შეხვედრებს და კომიტეტების მუშაობას. უმაღლესი საბჭოს წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ ფრაქციათა აპარატები.
2. უმაღლესი საბჭოს მორიგი სესიის მსვლელობისას პლენარული სხდომები, როგორც წესი, არ იმართება კანონით გათვალისწინებულ დასვენების და უქმე დღეებში. კანონით გათვალისწინებულ დასვენების და უქმე დღეებში უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
3. საჭიროების შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში.“.
4. მე-60 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს.“.
5. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 85. უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიციირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უმაღლესი საბჭოს წევთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ წარდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტს ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით გადასცემს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც ხელმოწერების მისთვის გადაცემიდან 1 კვირის ვადაში ამოწმებს მათ და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს საკითხი შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმავე სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.“.
6. 112-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცალკეული წევრების უმაღლესი საბჭოს წინაშე წარდგომის განრიგს მთავრობის წევრებთან შეთანხმებით და უმაღლესი საბჭოს კომიტეტების ინიციატივების გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ადგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია განრიგში ცვლილების შეტანა. განრიგი ისე უნდა შედგეს, რომ, სულ მცირე, 2 კვირაში ერთხელ (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის კვირისა) გაიმართოს 1 მინისტრის საათი მაინც.“.
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3 მაისი 2022 წ. ქ. თბილისი N12-ს
|