მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ განცხადება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ განცხადება

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ განცხადება

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბრის №758 განკარგულებით დაწყებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ (სკ: 405191135) ლიკვიდაციის პროცესი.

პირებს, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ (სკ: 405191135) მიმართ, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მიმართონ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ ლიკვიდატორს მამუკა ვარდიაშვილს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, პ. ქავთარაძის 1-ლი შეს. №10 ოფისი 5 (ტელ.: +995 599732244, ელ.ფოსტა: mamuka.vardiashvili@nbg.gov.ge), უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

იურიდიული პირის შემთხვევაში:

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.