მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.05.2022
ძალაში შესვლა 15.06.2022
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016372
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2022 წლის 11 მაისი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 15 ივნისიდან.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან სურმავა
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის
სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
მერიის ზედამხედველობის სამსახური
1.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო-სანებართვო პირობების შესრულების, მშენებლობის უსაფრთხოებაზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულებაზე საჯარო ზედამხედველობას, უნებართვო მშენებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენას და სათანადო რეაგირებას სამშენებლო სამართალდარღვევებზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის, რეკლამის/აბრის განთავსების, გარე ვაჭრობის და დასუფთავების წესების დარღვევაზე კონტროლს, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საარჩევნო კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების, მიწათსარგებლობის წესებისა და მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის დაცვაზე ზედამხედველობას, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებზე ზედამხედველობას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.
სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას.
4.
სამსახური ანგარიშვალდებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
5.
სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას ახორციელებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ან/და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი მოადგილე.
6.
სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
7.
სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. მარტვილი, თავისუფლების ქ. №10.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის-სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან.
2.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და სამუშაო აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
3.
სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით.
4.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება განისაზღვრება მერიის დებულებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1.
სამსახურის ამოცანებია ამ დებულებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ინსპექტირების განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.
2.
სამსახურის ფუნქციებია:
ა)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება;
ბ)
გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
გ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი;
დ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე, მუნიციპალიტეტის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
ე)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარეგანათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, ჯიხურების, კომუნიკაციების და საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი;
ვ)
უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმის მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
ზ)
მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის ინსოლაციის და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარული ნორმების დაცვაზე კონტროლი;
თ)
საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების დადგენილი წესის დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ი)
მიწათმოსარგებლეთა მიერ მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა, მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების და/ან მიწათმოსარგებლის უფლების გარეშე მიწათსარგებლობის ფაქტების გამოვლენა;
კ)
საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ და საქართველოს კანონით ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი ზომების განხორციელება;
ლ)
მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი, ლანდშაფტური და მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება;
მ)
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ინსპექტირების განხორციელება; ამ მიზნით, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა როგორც სამშენებლო ნორმების ან /და სხვა დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული ან /და შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ (პროექტით გათვალისწინებულ) მოთხოვნებს; მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევის შემოწმება და შემოწმების აქტის შედგენა;
ნ)
დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო კოდექსი“ საქართველოს კანონის და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით დადგენილი ზომების განხორციელება;
ო)
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი;
პ)
ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებსა და წესით განხილვა და რეაგირება;
ჟ)
ხეების და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განვითარებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე კონტროლის განხორციელება;
რ)
მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობაზე კონტროლის განხორციელება;
ს)
ისტორიის და კულტურის ძეგლების, გარემოს ტერიტორიების საინჟინრო პირობების დაცვაზე სათანადო კონტროლის განხორციელება;
ტ)
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების კონტროლი;
უ)
სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 513-ე, 533-ე, 52-ე, 55-ე, 552-ე, 553-ე, 771-772-ე, 825-ე, 103-ე, 1191-ე, 125-ე მუხლის მე-8 პუნქტით, 125-ე მუხლის მე-16 პუნქტით, 1254-ე, 135-ე, 1351-ე, 150-ე,1501-ე, 152-ე, 1522-ე, 1534-ე, 159-ე, 1591-ე მუხლებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევებზე, აგრეთვე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771-772-ე, 103-ე, 1191-ე, 135-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა;
ფ)
მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმება; ფარული სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტის დამოწმება; მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობაზე კონტროლი; წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების განხილვა და შესაბამის რეაგირება;
ქ)
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე მერის ინფორმირება;
ღ)
50000 ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით შუალედურ და დამთავრებულ მშენებლობებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის: წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების, ფორმა №2-ის, შუალედური და საბოლოო დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის წარდგენა;
ყ)
50000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აკრედიტებული A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობის დადგენა;
შ)
მუნიციპალიტეტის მიერ სარგებლობის უფლებით გაცემული სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის ამოღების ორგანიზება;
ჩ)
საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3.
კომპეტენციის შესაბამისად სამსახური უზრუნველყოფს:
ა)
სამსახურის:
ა.ა)
საქმიანობასთან დაკავშირებული მერის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ა.ბ)
კომპეტენციის ფარგლებში ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას.
ბ)
დადგენილი წესით სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას და ინფორმაციის წარდგენას მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებსა და მის თანამდებობის პირებთან;
გ)
სამსახურში შემოსული განცხადებების, მომართვების (წერილების) განხილვას;
დ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლებები და ვალდებულებები
სამსახური უფლებამოსილი და ვალდებულია:
ა)
კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო და სხვა სახის ნორმების, წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისაგან, საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად;
ბ)
განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები. კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მათ შესრულებაზე;
გ)
აწარმოოს კონტროლი იერსახის, რეკლამის, აბრის, აკუსტიკური ხმაურის პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, გარე ვაჭრობაზე და ნარჩენებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დანაგვიანებაზე;
დ)
დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ე)
დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;
ვ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინსპექტირების პროცესში შეადგინოს დათვალიერების ოქმი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;
ზ)
კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები: ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვების მოწყობილობები და სხვა საშუალებები. ისარგებლოს სპეციალური უნიფორმით და ლოგოთი;
თ)
მიიღოს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვების საფუძველზე დასრულებული შენობა-ნაგებობები;
ი)
განახორციელოს ინსპექტირება და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;
კ)
დადგენილი წესით, მოახდინოს სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და ან/და იურიდიული პირების შემოწმება მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;
ლ)
აწარმოოს კონტროლი გარე ვაჭრობაზე, ნარჩენებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დანაგვიანებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით ან ნაწილობრივ გადაკეტვაზე, აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;
მ)
აწარმოოს კონტროლი ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, დაზიანებაზე, თვითნებურ გაჩეხვაზე, გადატანაზე ან/და მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევაზე;
ნ)
მოამზადოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ;
ო)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
მუხლი 5🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება, ცვლილების შეტანა და რეორგანიზაცია
1.
სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2.
სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.
სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.