სს “ეი-ი-ეს თელასის” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის „ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების” დამტკიცებისა და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია-ის 2001 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
300.280.000.14.011.005.547
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 107, 31/10/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.011.005.547

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

(სემეკ) დადგენილება №13

2002 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სს „ეი-ი-ეს თელასის” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის „ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების” დამტკიცებისა და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ” სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის “დ”, “ვ” და “თ” ქვეპუნქტების და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე სს „თელასის” აქციათა 75%-ის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, „სს “ეი-ი-ეს თელასის” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების დამტკიცებისა და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ” სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილებაში (სსმ III, 2002 წ, №102, მუხ. 743) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

    მუხლი 1

დადგენილების მე-2 მუხლის „ა” ქვეპუნქტში სიტყვები „2001 წლის 31 დეკემბრამდე” შეიცვალოს სიტყვებით „2002 წლის 31 დეკემბრამდე”.

    მუხლი 2

დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ერთად და სათბობენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით ყოველი კალენდარული წლის 15 ოქტომბრამდე ამტკიცებს შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის ქვეყნის, მათ შორის, ქ. თბილისის ელექტრული სიმძლავრითა და ენერგიით მომარაგების ბალანსებს, რაც მოიცავს მიმდინარე და მომავალი წლების შესაბამის პერიოდს”.

    მუხლი 3

დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

ქ. თბილისის უწყვეტი ელექტროენერგიის მომსახურებისათვის საბითუმო ბაზარმა, შპს „ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000“-მა, სს “ელექტროგადაცემამ” და სს „საქრუსენერგომ” უზრუნველყოს სს „ეი-ი-ეს თელასის” მიერ წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე მისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება მათი კომპეტენციის ფარგლებში, გაწეული მომსახურეობის ანაზღაურების პირობით”;

    მუხლი 4

„სს “ეი-ი-ეს თელასის” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების დამტკიცებისა და ქ. თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ” დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების”:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები “დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში”.

ბ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი”

„3. ელექტროენერგიის მიწოდების მე-2 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში სს “ეი-ი-ეს თელასი” ვალდებულია მსოფლიოში მიღებული საუკეთესო კომუნალური პრაქტიკის შესაბამისად მიმართოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ღონეს” რათა უმოკლეს ვადაში აღადგინოს მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება”.

    მუხლი 5

დადგენილება ძალაშია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” მისი გამოქვეყნების დღიდან.

თავმჯდომარე                                                                                   ელ. ერისთავი