1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამსახური (შემდგომში – სამსახური) შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულების, სამსახურის დებულების საფუძველზე მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას უძღვება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის ხელმძღვანელი), რომელიც ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომლის უფლებამოსილებებიც განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებით.

4. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მერიის ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) მერიის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;

დ) მერიის განათლების და კულტურის სამსახური;

ე) მერიის იურიდიული სამსახური;

ვ) მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ზ) მერიის შიდა აუდიტის სამსახური;

თ) მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;

ი) ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახური.

5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნი