1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოება, მათი კომუნიკაცია ერთმანეთთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობის კონტროლი, დონორ ორგანიზაციებთან, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.
2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების, პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტში ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელება, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენა, დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების მართვა, საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზირება; მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავება, შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელება მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, განსაზღვრავს საინვესტიციო პოლიტიკას, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას, ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას; მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყველა აქტივისა და პასივის თავისდროულ აღრიცხვას, კვარტალური და წლიური ბალანსის შედგენას. სამსახური ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირებას.
3. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ქონების განვითარებისა და სამუშაოთა დაგეგმვა/ორგანიზება, სამსახურის მიერ ცალკეული დარგების რეგულირება, კოორდინაცია და განვითარების პრიორიტეტული მიმართულების შემუშავება; არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სფეროში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელება; მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე; სამსახური ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
4. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა. სამსახური ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
5. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ადამიანური რესურსების მართვა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან. სამსახური ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მერიაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტების ვიზირებას.
6. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა; მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება; ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა; პროექტებისა და პროგრამების მომზადება სოციალურად დაუცველ (ვეტერანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულ) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების თაობაზე. სამსახური ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
7. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებს წარმოადგენს საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით მუნიციპალიტეტის საქმიანობის სრულყოფა, დაწესებულების წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი, დაწესებულების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობის და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება, სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. სამსახური ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
8. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა; მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება; მოქალაქეთა (წვევამდელთა) ზუსტი აღრიცხვა და გაწვევა სამხედრო სავალდებულო სამსახურში; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი. სამსახური ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
9. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციისა და აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, აგროსასურსათო, აგროგადამამუშავებელი, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების, მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, აგროსაინჟინრო და ვეტერინარიის დარგების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტებისა და დაინტერესებული პირების დახმარების გაწევა პრობლემების გადაწყვეტაშ