1. მერიაში ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება:

ა) „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო ანალიტიკური სამსახურის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDokument), სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ (MMS) და ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ,,ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის“ (MSDA)  მეშვეობით.

2. მერიის ელექტრონული საქმისწარმოების გამართულობას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურ