ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.05.2022
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №სახელი:
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016561
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/05/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.05.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ქალაქი: | დაბა: |
| ქუჩა: | სახლის №: |
| № | სახელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2022 წლის 16 მაისი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი დანართი 1-ის შესაბამისად;
ბ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად;
გ)ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა, დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პირის/ოჯახის რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფრით დაკმაყოფილების პირობებს.
2. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე/ოჯახებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და თავშესაფრით უზრუნველყოფა, რეგულირდება სხვა კანონმდებლობით.
3. ამ წესის განხორციელების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის შესაბამის კომისიას და ამტკიცებს მის დებულებას.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:
ა) განაცხადი - ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ან/და „გ“ პუნქტებით დამტკიცებული ფორმის დაცვით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეტანილი წერილობითი მოთხოვნა;
ბ) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის მსურველი, რომელმაც მერიას მიმართა განაცხადით „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ“;
გ) უსახლაკარო პირი - მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო;
დ) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი - ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ცხოვრობენ ერთად, ეწევიან ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის მოთხოვნით წარმოადგინეს განაცხადი სრულწლოვანი წარმომადგენლის მეშვეობით ან ერთობლივად. ოჯახის შემადგენლობაში არ განიხილება პირი, რომელიც განხილვის მომენტში იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით გასული პირი, ასევე სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
ე) უსახლკარო ოჯახი - მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახი, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია უსახლკარო ოჯახად;
ვ) ბენეფიციარი - აღნიშნული წესის ფარგლებში თავშესაფრით უზრუნველყოფილი პირი/ოჯახი;
ზ) თავშესაფარი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/მართვაში არსებული სოციალური მო
მსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც უზუნველყოფს უსახლკარო პირებს/ოჯახებს ღამის სათევით;
თ) სამსახური - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 3🔗. უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კრიტერიუმები
1. უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი (შემდგომში პირი) უსახლკარო პირად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა)რეგისტრირებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადებით მომართვამდე ბოლო 3(სამი) წლის განმავლობაში უწყვეტად;
ბ) განაცხადის შემოტანის მომენტისთვის პირი არის სრულწლოვანი;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არ ფიქსირდება პირის საკუთრების ან სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან საცხოვრებლად ვარგის უძრავ ნივთზე. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შეგროვილი სხვა ინფორმაციით ასევე არ დასტურდება პირის საკუთრების უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან საცხოვრებლად ვარგის სხვა უძრავ ნივთზე, სასყიდლიანი ან უსასყიდლო სარგებლობის უფლება ხანგრძლივი (ერთი წელი და მეტი) ან განუსაზღვრელი ვადით, ან/და სხვა საფუძვლით ასეთი უძრავი ნივთის მართლზომიერი ფლობის ფაქტი;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „შემოსავლების სამსახურის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად პირს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი, ან შემოსავალი მცირეა და განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ ის არ არის საკმარისი საცხოვრებლით და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის;
ე)საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში არ ფიქსირდება მის მიერ სახელმწიფო საზღვის გადაკვეთა, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განცხადებლის მიერ, შესაბამისი ცნობის წარმოდგენით.
2. უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი:
ა) პირი უსახლკარო პირად არ დარეგისტრირდება, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეგისტრაციის კრიტერიუმებს;
ბ) უსახლკაროდ რეგისტრაცია ასევე შესაძლოა გამოირიცხოს სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია);
გ) უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ან ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რომლის შედეგადაც განმცხადებელმა თავშესაფრის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლაკროდ რეგისტრაციის საფუძველი.
3. უსახლაკაროდ რეგისტრაცია უქმდება, თუ პირი აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის კრიტერიუმებს. რეგისტრაციის გაუქმება იწვევს თავშესაფრით სარგებლობის შეწყვეტას.
4. პირის უსახლკაროდ რეგისტრაცია არ გულისხმობს თავშესაფარში მის დაუყოვნებლივ განთავსებას. თავშესაფრით უზრუნველყოფა განხორციელდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი რესურსის არსებობისას, ამ წესით განსაზღვრული პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
5. თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის განისაზღვრება უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა მათი ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე. ურთიერთშედარებას ექვემდებარება იმ პირთა მონაცემები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან უსახლკაროდ და ჯერ არ სარგებლობენ თავშესაფრით, ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ:
ა) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს;
ბ) მარტოხელა პენსიონერს;
გ)მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონეს პირს.
6. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფა ხდება ფართის ოპტიმალურად გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. ერთ ადამიანზე გათვალისწინებული საორიენტაციო საცხოვრებელი ფართი შეადგენს ექვს კვადრატულ მეტრს.
მუხლი 4🔗. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურა
1. პირმა თავშესაფრის მიღების მიზნით, უსახლკაროდ რეგისტრაციისათვის განცხადებით უნდა მიმართოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას დადგენილი განაცხადის ფორმით, რომელსაც უნდა ერთოდეს:
ა)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლაკროდ რეგისტრაციისათვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.
2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამიად და იღებს დასკვნას:
ა) პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე;
ბ) პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.
3. პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ბრძანების სახით. მერი უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს კომისიის დასკვნა, თუკი იგი აშკარად ეწინააღმდეგება კანონს ან/და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
4. პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის შემთხვევაში - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ - ამ წესით დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით, ბოლნისისს მუნიციპალიტეტის მიმდინარე შესაძლებლობებისა და არსებული რესურსების შესაბამისად;
ბ)თავშესაფრის მომლოდინე უსახლკარო პირთა სიაში აღრიცხვის შესახებ.
5. თავშესაფრით სარგებლობის პირობები და წესი დგინდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის დაცვაზეც პასუხისმგებლობას ხელწერილით იღებს ბენეფიციარი და რომლის დარღვევა შეიძლება გახდეს თავშესაფრით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი.
6. უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის ან უსახლკაროდ რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლება აქვს იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას.
მუხლი 5🔗. უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კრიტერიუმები
1. უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ოჯახის ყველა წევრი რეგისტრირებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაცხადის შემოტანამდე ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში უწყვეტად;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არ ფიქსირდება ოჯახის არცერთი წევრის მიმართ საკუთრების ან სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან საცხოვრებლად ვარგის უძრავ ნივთზე. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შეგროვილი სხვა ინფორმაციით ასევე არ დასტურდება ოჯახის არცერთი წევრის მიმართ საკუთრების უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან საცხოვრებლად ვარგის სხვა უძრავ ნივთზე, სასყიდლიანი ან უსასყიდლო სარგებლობის უფლება ხანგრძლივი ( ერთი წელი და მეტი) ან განუსაზღვრელი ვადით, ან/და სხვა საფუძვლით ასეთი უძრავი ნივთის მართლზომიერი ფლობის ფაქტი;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „შემოსავლების სამსახურის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ოჯახის არცერთ წევრს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი, ან შემოსავალი მცირეა და განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ ის არ არის საკმარისი საცხოვრებლით და საარსებო მინიმუმით ოჯახის უზრუნველყოფისათვის;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში არ ფიქსირდება ოჯახის არცერთი წევრის მიერ სახელმწიფო საზღვის გადაკვეთა, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განცხადებლის მიერ, შესაბამისი ცნობის წარმოდგენით.
2. უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი:
ა) ოჯახი უსახლკარო პირად არ დარეგისტრირდება, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეგისტრაციის კრიტერიუმებს;
ბ) ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაცია ასევე შესაძლოა გამოირიცხოს სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ ოჯახის შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია);
გ) ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენა, რომელიც ადასტურებს ოჯახის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ან ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რამაც, თავშესაფრის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა ოჯახის უსახლაკროდ რეგისტრაციის საფუძველი.
3. ოჯახის უსახლაკაროდ რეგისტრაცია უქმდება, თუ იგი აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის კრიტერიუმებს. რეგისტრაციის გაუქმება იწვევს თავშესაფრით სარგებლობის შეწყვეტას.
4. ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაცია არ გულისხმობს თავშესაფარში მის დაუყოვნებლივ განთავსებას. თავშესაფრით უზრუნველყოფა განხორციელდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი რესურსის არსებობისას, ამ წესით განსაზღვრული პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
5. ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის განისაზღვრება უსახლკაროდ რეგისტრირებულ ოჯახთა რიგითობა მათი ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე. ურთიერთშედარებას ექვემდებარება იმ ოჯახთა მონაცემები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან უსახლკაროდ და ჯერ არ სარგებლობენ თავშესაფრით, ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ:
ა) მრავალშვილიან (სამი და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს;
ბ) ოჯახებს, რომელთა წევრებს შორის არიან მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან შეზღუდული შესაძლებლომის მქონე არასრულწლოვანები.
6. უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფა ხდება ფართის ოპტიმალურად გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. ერთ ადამიანზე გათვალისწინებული საორიენტაციო საცხოვრებელი ფართი შეადგენს ექვს კვადრატულ მეტრს.
მუხლი 6🔗. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურა
1. ოჯახმა თავშესაფრის მიღების მიზნით, უსახლკაროდ რეგისტრაციისათვის ერთობლივად ან წარმომადგენლის - ოჯახის სრულწლოვანი წევრის მეშვეობით უნდა მიმართოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას დადგენილი განაცხადის ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:
ა) ოჯახის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
ბ) ოჯახის წევრთა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციისათვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.
2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამიად და გასცემს დასკვნას:
ა) ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე;
ბ) ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.
3. ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ბრძანების სახით. მერი უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს კომისიის დასკვნა, თუკი იგი აშკარად ეწინააღმდეგება კანონს ან/და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;
4. ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ - ამ წესით დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე შესაძლებლობებისა და არსებული რესურსების შესაბამისად;
ბ) თავშესაფრის მომლოდინე უსახლკარო ოჯახების სიაში აღრიცხვის შესახებ.
5. ოჯახის თავშესაფრით სარგებლობის პირობები და წესი დგინდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის დაცვაზეც პასუხისმგებლობას ხელწერილით იღებს ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი (ან უფლებამოსილი პირი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რომლის დარღვევა შეიძლება გახდეს თავშესაფრით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი.
6. ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის ან უსახლკაროდ რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში ოჯახს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლება აქვს იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს კომისიას.
მუხლი 7🔗. უსახლკარო პირის სტატუსისა და თავშესაფრით სარგებლობის უფლების შეწყვეტა
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება უსახლკარო პირის სტატუსისა და თავშესაფრით სარგებლობის უფლების შეწყვეტის მიზნით, თუკი ამგვარი სტატუსის/უფლების მინიჭების შემდგომ ცნობილი გახდა, რომ არსებობს უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის ამ წესით განსაზღვრული საფუძველი, ან/და შეცვლილი გარემოებების გამო პირი/ოჯახი ვეღარ აკმაყოფილებს ამავე წესით დადგენილ კრიტერიუმებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება უსახლკარო პირად რეგისტრაციის და თავშესაფრით სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის დადგენილი პროცედურების და წესების დაცვით.
3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია განსაზღვროს კომისიის მიერ უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის/ოჯახის და თავშესაფარში განთავსებული ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პერიოდული შემოწმების წესი და ამგვარი მონიტორინგის განმახორციელებელი პირები.
დანართი 2
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ
განაცხადი
დამტკიცებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მაისის N14 დადგენილებით
ივსება განმცხადებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ
ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ:
სახელი:
გვარი :
დაბადების თარიღი(რიცხვი/თვე/წელი):
პირადი ნომერი:
საკონტაქტო ტელეფონი:
ელ ფოსტა:
გყავთ თუ არა ოჯახის წევრი: 1. დიახ 2.
ინფორმაცია განმცხადებლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ:
1.
2.
ინფორმაცია განმცხადებლის შემოსავლების შესახებ:
1.
2.
პირის რეგისტრაციის მისამართი:
ქალაქი:
დაბა:
სოფელი:
ქუჩა:
სახლის №:
კორპუსი:
ბინა:
ტელეფონი:
პირის ფაქტობრივი მისამართი:
ქალაქი:
დაბა:
სოფელი:
ქუჩა:
სახლის №:
კორპუსი:
ბინა:
ტელეფონი:
განმცხადებლის მოვალეობა
განმცხადებელი ვალდებულია უტყარი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირს მისი ოჯახური, ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის, პერსონალურ და სხვა მონაცემებთან დაკავშირებით, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები და ხელი მოაწეროს შევსებულ განაცხადს. განსხვავებული აზრის არსებობისას, წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები.
განმცხადებლის უფლება
მოითხოვოს თავშესაფრით უზრუნველყოფა.
გაეცნოს მის შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას.
მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების (შესწორებების) შეტანა.
ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
ვადასტურებ, რომ არ არსებობს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა გარემოებები, რომლებიც მომცემდნენ შესაძლებლობას უზრუნველყოფილი ვიყო თავშესაფრით.
გავეცანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის --- N-- დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს უსახლკაროდ რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და ვიღებ ვალდებულებას განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეზე.
თანახმა ვარ („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად „მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად) და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობით“) უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების გადამოწმების მიზნით, განხორციელდეს ჩემი ფინანსური, ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის, პერსონალური და სხვა მონაცემების პერიოდული გადამოწმება ნებისმიერი შესაძლო წყაროდან, რასაც ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით.
------------------------------------------------------ --------------------------------------
ხელმოწერა თარიღი.
დანართი 3
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ
განაცხადი
დამტკიცებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მაისის N14 დადგენილებით
ივსება განმცხადებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ
ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ:
სახელი:
გვარი :
დაბადების თარიღი(რიცხვი/თვე/წელი):
პირადი ნომერი:
საკონტაქტო ტელეფონი:
ელ ფოსტა:
გყავთ თუ არა ოჯახის წევრი: 1. დიახ 2. არა
ოჯახის წევრები (მაგ.: პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი)
№
სახელი
გვარი
პირადი ნომერი
დაბადების წელი რიცხვი, თვე, წელი
1
2
3
4
5
6
7
ინფორმაცია ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ:
ინფორმაცია ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ:
№
ინფორმაცია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
განმცხადებლის რეგისტრაციის მისამართი:
ქალაქი:
დაბა:
სოფელი:
ქუჩა:
სახლის №:
კორპუსი:
ბინა:
ტელეფონი:
განმცხადებლის ფაქტობრივი მისამართი:
ქალაქი:
დაბა:
სოფელი:
ქუჩა:
სახლის №:
კორპუსი:
ბინა:
ტელეფონი:
განმცხადებლის მოვალეობა
განმცხადებელი ვალდებულია უტყარი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირს მისი ოჯახური, ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის, პერსონალურ და სხვა მონაცემებთან დაკავშირებით, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები და ოჯახის ყველა წევრმა (კანონიერმა წარმომადგენელმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელი მოაწეროს შევსებულ განაცხადს. განსხვავებული აზრის არსებობისას, წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები.
განმცხადებლის უფლება
მოითხოვოს მისი ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფა.
გაეცნოს მისი ოჯახის შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას.
მოითხოვოს მისი ოჯახის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების (შესწორებების) შეტანა.
ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
ვადასტურებთ, რომ არ არსებობს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა გარემოებები, რომლებიც მოგცემდნენ შესაძლებლობას უზრუნველყოფილნი ვიყო თავშესაფრით.
გავეცანით ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მაისის N14 დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს უსახლკაროდ რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და ვიღებთ ვალდებულებას განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეზე.
თანახმა ვართ („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად „მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად) და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობით“) ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების გადამოწმების მიზნით, განხორციელდეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ფინანსური, ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის, პერსონალური და სხვა მონაცემების პერიოდული გადამოწმება ნებისმიერი შესაძლო წყაროდან, რასაც ვადასტურებ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ხელმოწერით.
№
სახელი
გვარი
ხელმოწერა
თარიღი
1
2
3
4
5
6
7