დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2022 წლის 18 მარტი ქ. დუშეთი |
ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესი დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
|
2. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე/ოჯახებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და თავშესაფრით უზრუნველყოფა, რეგულირდება სხვა კანონმდებლობით.
3. ამ წესის განხორციელების მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის შესაბამის კომისიას და ამტკიცებს მის დებულებას.
ა) განაცხადი - ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ან/და „გ“ პუნქტებით დამტკიცებული ფორმის დაცვით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეტანილი წერილობითი მოთხოვნა;
ბ) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი - დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის მსურველი, რომელმაც მერიას მიმართა განაცხადით „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ“;
გ) უსახლაკარო პირი - მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო;
დ) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი - ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ცხოვრობენ ერთად, ეწევიან ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის მოთხოვნით წარმოადგინეს განაცხადი სრულწლოვანი წარმომადგენლის მეშვეობით ან ერთობლივად. ოჯახის შემადგენლობაში არ განიხილება პირი, რომელიც განხილვის მომენტში იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით გასული პირი, ასევე სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
ე) უსახლკარო ოჯახი - მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახი, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია უსახლკარო ოჯახად;
ვ) ბენეფიციარი - აღნიშნული წესის ფარგლებში თავშესაფრით უზრუნველყოფილი პირი/ოჯახი;
ზ) თავშესაფარი - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/მართვაში არსებული სოციალური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც უზუნველყოფს უსახლკარო პირებს/ოჯახებს ღამის სათევით;
თ) სამსახური - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ა)რეგისტრირებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადებით მომართვამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად;
ბ) განაცხადის შემოტანის მომენტისთვის პირი არის სრულწლოვანი;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არ ფიქსირდება პირის საკუთრების ან სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან საცხოვრებლად ვარგის უძრავ ნივთზე. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შეგროვილი სხვა ინფორმაციით ასევე არ დასტურდება პირის საკუთრების უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან საცხოვრებლად ვარგის სხვა უძრავ ნივთზე, სასყიდლიანი ან უსასყიდლო სარგებლობის უფლება ხანგრძლივი (ერთი წელი და მეტი) ან განუსაზღვრელი ვადით, ან/და სხვა საფუძვლით ასეთი უძრავი ნივთის მართლზომიერი ფლობის ფაქტი;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „შემოსავლების სამსახურის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად პირს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი, ან შემოსავალი მცირეა და განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ ის არ არის საკმარისი საცხოვრებლით და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის;
ე)საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში არ ფიქსირდება მის მიერ სახელმწიფო საზღვის გადაკვეთა, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განცხადებლის მიერ, შესაბამისი ცნობის წარმოდგენით.
2. უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი:
ა) პირი უსახლკარო პირად არ დარეგისტრირდება, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეგისტრაციის კრიტერიუმებს;
ბ) უსახლკაროდ რეგისტრაცია ასევე შესაძლოა გამოირიცხოს სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია);
გ) უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ან ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რომლის შედეგადაც განმცხადებელმა თავშესაფრის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლაკროდ რეგისტრაციის საფუძველი.
3. უსახლაკაროდ რეგისტრაცია უქმდება, თუ პირი აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის კრიტერიუმებს. რეგისტრაციის გაუქმება იწვევს თავშესაფრით სარგებლობის შეწყვეტას.
4. პირის უსახლკაროდ რეგისტრაცია არ გულისხმობს თავშესაფარში მის დაუყოვნებლივ განთავსებას. თავშესაფრით უზრუნველყოფა განხორციელდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი რესურსის არსებობისას, ამ წესით განსაზღვრული პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
5. თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის განისაზღვრება უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა მათი ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე. ურთიერთშედარებას ექვემდებარება იმ პირთა მონაცემები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან უსახლკაროდ და ჯერ არ სარგებლობენ თავშესაფრით, ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ:
ა) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს;
ბ) მარტოხელა პენსიონერს;
გ)მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონეს პირს.
6. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფა ხდება ფართის ოპტიმალურად გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. ერთ ადამიანზე გათვალისწინებული საორიენტაციო საცხოვრებელი ფართი შეადგენს ექვს კვადრატულ მეტრს.
ა)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლაკროდ რეგისტრაციისათვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.
2.დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამიად და იღებს დასკვნას:
ა) პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე;
ბ) პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.
3. პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. გადაწყვეტილება ფორმდება სამსახურის უფროსის ბრძანების სახით. სამსახური უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს კომისიის დასკვნა, თუკი იგი აშკარად ეწინააღმდეგება კანონს ან/და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
4. სამსახურის მიერ პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის შემთხვევაში - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თანხმობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ - ამ წესით დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მიმდინარე შესაძლებლობებისა დაარსებული რესურსების შესაბამისად;
ბ)თავშესაფრის მომლოდინე უსახლკარო პირთა სიაში აღრიცხვის შესახებ.
5. მერს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მისაღებად დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობა არ ესაჭიროება, თუკი გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის პირის თავშესაფარში განთავსება შეუძლებელია (არ არსებობს თავშესაფარი, არ არსებობს თავისუფალი ფართი თავშესაფარში და ა.შ).
6. თავშესაფრით სარგებლობის პირობები და წესი დგინდება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის დაცვაზეც პასუხისმგებლობას ხელწერილით იღებს ბენეფიციარი და რომლის დარღვევა შეიძლება გახდეს თავშესაფრით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი.
7. უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის ან უსახლკაროდ რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლება აქვს იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას.
ა) ოჯახის ყველა წევრი რეგისტრირებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაცხადის შემოტანამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არ ფიქსირდება ოჯახის არცერთი წევრის მიმართ საკუთრების ან სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან საცხოვრებლად ვარგის უძრავ ნივთზე. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შეგროვილი სხვა ინფორმაციით ასევე არ დასტურდება ოჯახის არცერთი წევრის მიმართ საკუთრების უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან საცხოვრებლად ვარგის სხვა უძრავ ნივთზე, სასყიდლიანი ან უსასყიდლო სარგებლობის უფლება ხანგრძლივი ( ერთი წელი და მეტი) ან განუსაზღვრელი ვადით, ან/და სხვა საფუძვლით ასეთი უძრავი ნივთის მართლზომიერი ფლობის ფაქტი;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „შემოსავლების სამსახურის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ოჯახის არცერთ წევრს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი, ან შემოსავალი მცირეა და განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ ის არ არის საკმარისი საცხოვრებლით და საარსებო მინიმუმით ოჯახის უზრუნველყოფისათვის;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში არ ფიქსირდება ოჯახის არცერთი წევრის მიერ სახელმწიფო საზღვის გადაკვეთა, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განცხადებლის მიერ, შესაბამისი ცნობის წარმოდგენით.
2. უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი:
ა) ოჯახი უსახლკარო პირად არ დარეგისტრირდება, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეგისტრაციის კრიტერიუმებს;
ბ) ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაცია ასევე შესაძლოა გამოირიცხოს სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ ოჯახის შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია);
გ) ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენა, რომელიც ადასტურებს ოჯახის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ან ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რამაც, თავშესაფრის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა ოჯახის უსახლაკროდ რეგისტრაციის საფუძველი.
3. ოჯახის უსახლაკაროდ რეგისტრაცია უქმდება, თუ იგი აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის კრიტერიუმებს. რეგისტრაციის გაუქმება იწვევს თავშესაფრით სარგებლობის შეწყვეტას.
4. ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაცია არ გულისხმობს თავშესაფარში მის დაუყოვნებლივ განთავსებას. თავშესაფრით უზრუნველყოფა განხორციელდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი რესურსის არსებობისას, ამ წესით განსაზღვრული პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
5. ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის განისაზღვრება უსახლკაროდ რეგისტრირებულ ოჯახთა რიგითობა მათი ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე. ურთიერთშედარებას ექვემდებარება იმ ოჯახთა მონაცემები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან უსახლკაროდ და ჯერ არ სარგებლობენ თავშესაფრით, ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ:
ა) მრავალშვილიან (სამი და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს;
ბ) ოჯახებს, რომელთა წევრებს შორის არიან მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან შეზღუდული შესაძლებლომის მქონე არასრულწლოვანები.
6. უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფა ხდება ფართის ოპტიმალურად გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. ერთ ადამიანზე გათვალისწინებული საორიენტაციო საცხოვრებელი ფართი შეადგენს ექვს კვადრატულ მეტრს.
ა) ოჯახის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
ბ) ოჯახის წევრთა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციისათვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამიად და გასცემს დასკვნას:
ა) ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე;
ბ) ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.
3. ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. გადაწყვეტილება ფორმდება სამსახურის უფროსის ბრძანების სახით. სამსახური უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს კომისიის დასკვნა, თუკი იგი აშკარად ეწინააღმდეგება კანონს ან/და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;
4. სამსახურის მიერ ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის შემთხვევაში - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თანხმობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ - ამ წესით დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მიმდინარე შესაძლებლობებისა დაარსებული რესურსების შესაბამისად;
ბ)თავშესაფრის მომლოდინე უსახლკარო ოჯახების სიაში აღრიცხვის შესახებ.
5. მერს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მისაღებად დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობა არ ესაჭიროება, თუკი გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ოჯახის თავშესაფარში განთავსება შეუძლებელია (არ არსებობს თავშესაფარი, არ არსებობს თავისუფალი ფართი თავშესაფარში და ა.შ).
6. ოჯახის თავშესაფრით სარგებლობის პირობები და წესი დგინდება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის დაცვაზეც პასუხისმგებლობას ხელწერილით იღებს ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი (ან უფლებამოსილი პირი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რომლის დარღვევა შეიძლება გახდეს თავშესაფრით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი.
7. ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის ან უსახლკაროდ რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში ოჯახს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლება აქვს იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს კომისიას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება უსახლკარო პირად რეგისტრაციის და თავშესაფრით სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის დადგენილი პროცედურების და წესების დაცვით.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია განსაზღვროს კომისიის მიერ უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის/ოჯახის და თავშესაფარში განთავსებული ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პერიოდული შემოწმების წესი და ამგვარი მონიტორინგის განმახორციელებელი პირები.
განაცხადი
დამტკიცებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის -----დადგენილებით
ივსება განმცხადებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ:
ინფორმაცია განმცხადებლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ:
ინფორმაცია განმცხადებლის შემოსავლების შესახებ:
პირის რეგისტრაციის მისამართი:
პირის ფაქტობრივი მისამართი:
განმცხადებლის მოვალეობა განმცხადებელი ვალდებულია უტყარი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირს მისი ოჯახური, ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის, პერსონალურ და სხვა მონაცემებთან დაკავშირებით, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები და ხელი მოაწეროს შევსებულ განაცხადს. განსხვავებული აზრის არსებობისას, წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები. განმცხადებლის უფლება მოითხოვოს თავშესაფრით უზრუნველყოფა. გაეცნოს მის შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას. მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების (შესწორებების) შეტანა. ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ვადასტურებ, რომ არ არსებობს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა გარემოებები, რომლებიც მომცემდნენ შესაძლებლობას უზრუნველყოფილი ვიყო თავშესაფრით. გავეცანი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის --- N-- დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს უსახლკაროდ რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და ვიღებ ვალდებულებას განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეზე. თანახმა ვარ („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად „მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად) და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობით“) უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების გადამოწმების მიზნით, განხორციელდეს ჩემი ფინანსური, ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის, პერსონალური და სხვა მონაცემების პერიოდული გადამოწმება ნებისმიერი შესაძლო წყაროდან, რასაც ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით.
------------------------------------------------------ -------------------------------------- ხელმოწერა თარიღი. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განაცხადი
დამტკიცებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის -----დადგენილებით
ივსება განმცხადებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ:
ოჯახის წევრები (მაგ.: პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი)
ინფორმაცია ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ:
ინფორმაცია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ:
განმცხადებლის რეგისტრაციის მისამართი:
განმცხადებლის ფაქტობრივი მისამართი:
განმცხადებლის მოვალეობა განმცხადებელი ვალდებულია უტყარი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირს მისი ოჯახური, ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის, პერსონალურ და სხვა მონაცემებთან დაკავშირებით, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები და ოჯახის ყველა წევრმა (კანონიერმა წარმომადგენელმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელი მოაწეროს შევსებულ განაცხადს. განსხვავებული აზრის არსებობისას, წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები. განმცხადებლის უფლება მოითხოვოს მისი ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფა. გაეცნოს მისი ოჯახის შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას. მოითხოვოს მისი ოჯახის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების (შესწორებების) შეტანა. ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ვადასტურებთ, რომ არ არსებობს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა გარემოებები, რომლებიც მოგცემდნენ შესაძლებლობას უზრუნველყოფილნი ვიყო თავშესაფრით. გავეცანით დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის --- N-- დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს უსახლკაროდ რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და ვიღებთ ვალდებულებას განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეზე. თანახმა ვართ („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად „მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად) და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობით“) ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების გადამოწმების მიზნით, განხორციელდეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ფინანსური, ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის, პერსონალური და სხვა მონაცემების პერიოდული გადამოწმება ნებისმიერი შესაძლო წყაროდან, რასაც ვადასტურებ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ხელმოწერით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||