„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.152.016482
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2023 წლის 31 მარტი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №8 დადგენილებაში (matsne.gov.ge 21/03/2022, 010250050.35.152.016450). კერძოდ, დადგენილების №1 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის“:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი – ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ცხოვრობენ ერთად, ეწევიან ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის მოთხოვნით წარმოადგინეს განაცხადი სრულწლოვანი წარმომადგენლის მეშვეობით ან ერთობლივად.“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რეგისტრირებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;“

გ) გაუქმდეს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები;

დ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მარტოხელა პენსიონერს (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ყავს შვილები და/ან მარჩენალი);“;

ე) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არ ფიქსირდება პირის საკუთრების ან სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან საცხოვრებლად ვარგის უძრავ ნივთზე.“;

ვ) მე-4 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირის უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეისწავლის და განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს დასკვნას:

ა) პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე; 

ბ) პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.

3. კომისიის დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტილებას ბრძანების ფორმით იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი. ბრძანების პროექტს ადგენს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

4.უსახლკაროდ რეგისტრირებული პირები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ  აღირიცხებიან თავშესაფრის მომლოდინე უსახლკარო პირთა სიაში.

5. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს თანხმობით, ამ წესით დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მიმდინარე შესაძლებლობებისა და არსებული  რესურსების შესაბამისად.“;

ზ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ოჯახის ყველა წევრი რეგისტრირებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;“;

თ) გაუქმდეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები;

ი) მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არ ფიქსირდება ოჯახის წევრთა საკუთრების ან სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან საცხოვრებლად ვარგის უძრავ ნივთზე.“;

კ) მე-6 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეისწავლის და განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს დასკვნას:

ა) ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე; 

ბ) ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.

3. კომისიის დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტილებას ბრძანების ფორმით იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი. ბრძანების პროექტს ადგენს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

4.უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ  აღირიცხებიან თავშესაფრის მომლოდინე უსახლკარო ოჯახთა სიაში.

5. უსახლკაროდ რეგისტრირებული ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს თანხმობით, ამ წესით დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მიმდინარე შესაძლებლობებისა და არსებული  რესურსების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური