„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 29.09.2021
ძალაში შესვლა 09.05.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №19-87
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016689
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/05/2022
matsne.gov.ge 1,054 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.09.2021 მიღება
09.05.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
(ხელმოწერილია) საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 15.11.2017 საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) 93% 19.07.2016 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 05.07.2001 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 13.01.2015 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 13.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ“ საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“, ხელმძღვანელობენ რა „აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუშიშროების განმტკიცების შესახებ“ 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულებით, „აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ 1997 წლის 18 თებერვლის შეთანხმებით, ეფუძნებიან რა სახელმწიფო საზღვარზე გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის სრულყოფისაკენ სწრაფვას და სასაზღვრო გამტარი პუნქტების გამტარუნარიანობის გაზრდას, აგრეთვე პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის, მათ შორის ტვირთის, საქონლისა და ცხოველების გადაადგილებისთვის სათანადო პირობების გაუმჯობესების მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ეკონომიკური, ისტორიულად ჩამოყალიბებული ეთნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა კავშირების შენარჩუნების აუცილებლობიდან გამომდინარე, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შემდეგი ტერმინები აღნიშნავენ: „საერთაშორისო სასაზღვრო გამტარი პუნქტი“ – სასაზღვრო საავტომობილო და სარკინიგზო სადგურების, აეროპორტების (აეროდრომების), აგრეთვე სხვა სპეციალურად მოწყობილი ადგილების ფარგლებში არსებული ტერიტორია, რომელიც გახსნილია საერთაშორისო მიმოსვლისთვის საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და თითოეული მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ხორციელდება სასაზღვრო, საბაჟო და სხვა სახის კონტროლი და ხდება პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთის ან სხვა ქონების სახელმწიფო საზღვარზე შეშვება; „სახელმწიფოთაშორისი სასაზღვრო გამტარი პუნქტი“ – მხოლოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს მოქალაქეების, მათი სატრანსპორტო საშუალებების, საქონლისა და სხვა ქონების ორმხრივი სასაზღვრო მიმოსვლისათვის ნებადართული პუნქტი; „სასაზღვრო გამტარი პუნქტები“ – საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სასაზღვრო გამტარი პუნქტები, რომლებიც საერთაშორისო მიმოსვლის სახეობიდან, ხასიათიდან და მუშაობის რეჟიმიდან გამომდინარე შემდეგნაირად კლასიფიცირდება: საავტომობილო, საჰაერო, სარკინიგზო, ქვეითად მოსიარულეთათვის –საერთაშორისო მიმოსვლის სახეობით; სამგზავრო, სატვირთო, სატვირთო-სამგზავრო – საერთაშორისო მიმოსვლის ხასიათით; მუდმივი, დროებითი, სეზონური – მუშაობის რეჟიმით; „პირი“ – ფიზიკური პირი, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს საზღვარს კვეთს სატრანსპორტო საშუალებით ან ქვეითად; „მხარეების კომპეტენტური ორგანოები“ – თითოეული მხარის სახელმწიფოს ორგანო, რომელიც თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებამოსილებას წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით. მუხლი 2🔗 1.  აზერბაიჯანის      რესპუბლიკისა     და  საქართველოს  საზღვრის გადაკვეთისთვის განისაზღვრება შემდეგი სასაზღვრო გამტარი პუნქტები: ა) მუდმივი, საერთაშორისო, სამგზავრო და სატვირთო მიმოსვლისთვის სარკინიგზო: „ბეიუქ-ქიასიქი“                                           –                                  „გარდაბანი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკა)                                                       (საქართველო) საავტომობილო: „სინიგ ქიორფიუ“                                        –                                  „წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკა)                                                       (საქართველო) „მაზიმგარა“                                                  –                                  „ცოდნა“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკა)                                                       (საქართველო) ბ) ერთობლივი, საერთაშორისო, საავტომობილო სასაზღვრო გამტარი პუნქტი მუდმივი საავტომობილო, სამგზავრო და სატვირთო მიმოსვლისთვის „იფექ–იოლუ“                                               –                                  „აბრეშუმის გზა“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკა)                                                       (საქართველო) გ) მუდმივი, სახელმწიფოთაშორისი სამგზავრო და სატვირთო მიმოსვლისთვის საავტომობილო ქვეითად მოსიარულეთათვის: „სადიხლი“                                                   –                                  „ვახტანგისი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკა)                                                       (საქართველო) დ) სეზონური სახელმწიფოთაშორისი, სამგზავრო და სატვირთო მიმოსვლისთვის, მხოლოდ მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის (შეშვების რეჟიმი ზაფხულის პერიოდში 08:00-დან – 21:00-მდე, ზამთრის პერიოდში – 08:00-დან – 18:00-მდე) საავტომობილო ქვეითად მოსიარულეთათვის: „მუღანლი“                                                    –                                  „სამთაწყარო“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკა)                                                       (საქართველო) 2. მიმოსვლა აეროპორტების მეშვეობით, რომლებიც გახსნილია საერთაშორისო მიმოსვლისთვის, და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლა საერთაშორისო საფოსტო გაცვლის ადგილებისა და პუნქტების მეშვეობით აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის განხორციელდება იმ ორმხრივი, აგრეთვე საერთაშორისო და მრავალმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, რომლის მონაწილენიც არიან მხარეების სახელმწიფოები. 3. მხარეები განახორციელებენ სათანადო მოწყობილობით და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია წინამდებარე მუხლში მითითებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში კონტროლის სამსახურების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 4. მხარეების კომპეტენტური ორგანოები ცალკე ოქმებით განსაზღვრავენ საბაჟო პროცედურების გამოყენების პრინციპებს იმ საქონელთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით, რომლებიც გადაადგილდება ერთობლივი სასაზღვრო გამტარი პუნქტის – „იფექ–იოლუ“-„აბრეშუმის გზა“ – გავლით. მუხლი 3🔗 მხარეთა სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირების, ტრანსპორტის, ტვირთისა და სხვა ქონების სასაზღვრო, საბაჟო, საიმიგრაციო, სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ, აგრეთვე კულტურულ და მხატვრულ ფასეულობათა გატანისა და სხვა სახის კონტროლი ხორციელდება     წინამდებარე     შეთანხმების     დებულებებისა     და     მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობების შესაბამისად. მუხლი 4🔗 პირების მიერ საზღვრის გადაკვეთა საავტომობილო სასაზღვრო გამტარი პუნქტების მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს როგორც სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, ისე ქვეითად. მუხლი 5🔗 1. საზღვარზე ახალი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გახსნას და მოქმედი სასაზღვრო გამტარი პუნქტების დახურვას, აგრეთვე მათი სტატუსის შეცვლას მხარეები ახორციელებენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნოტების გაცვლის გზით. 2. აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნოტების გაცვლის გზით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, რომლებსაც გააჩნიათ სახელმწიფოთაშორისი სტატუსი, განსაზღვრული, შეთანხმებული ვადით შეიძლება მიენიჭოს საერთაშორისო სტატუსი. 3. თითოეული მხარე თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სასაზღვრო გამტარი პუნქტების ინფრასტრუქტურის შექმნისა და გაფართოების და მათი მოწყობის დროს გაითვალისწინებს პირების, მათ შორის ქვეითად საზღვრის გადამკვეთი პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთებისა და სხვა ქონების ნაკადის გაზრდის პერსპექტივას. 4. მხარეების კომპეტენტური ორგანოები გაივლიან ერთმანეთთან კონსულტაციებს საზღვარზე გამტარი პუნქტების ობიექტების სამშენებლო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით ამოცანების მომზადების პროცესში, აგრეთვე ასეთი ობიექტების მშენებლობის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. მუხლი 6🔗 1. საზღვარზე გადაადგილების დროებით შეჩერება ან შეზღუდვა ცალკეულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე შეიძლება შემოღებულ იქნეს სანიტარულ- საკარანტინო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული მიზეზების საფუძველზე, ასევე საგანგებო ან საომარი მდგომარეობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სტიქიური უბედურებების, საკარანტინო მავნებელი ორგანიზმების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელების გათვალისწინებით. მხარე, რომელსაც განზრახული აქვს მოძრაობის შეჩერება ან შეზღუდვა, ამის შესახებ ატყობინებს მეორე მხარეს დიპლომატიური არხებით არაუგვიანეს 5 დღისა მოძრაობის დაგეგმილ შეჩერებამდე ან შეზღუდვამდე, გამტარ პუნქტებში მოძრაობის შეზღუდვის ან შეჩერების მიზეზების და მათი მოქმედების ვადების მითითებით. 2. საგანგებო გარემოებების ან სტიქიური უბედურებების შემთხვევაში, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება უნდა იქნეს გაგზავნილი არაუგვიანეს 24 საათისა მოძრაობის შეჩერებამდე. 3. სასაზღვრო გამტარი პუნქტების ობიექტების ან საკომუნიკაციო ნაგებობების დაგეგმილ რემონტთან დაკავშირებით საზღვარზე მოძრაობის შეჩერების ან შეზღუდვის შესახებ მხარეები ერთმანეთს აცნობებენ არაუგვიანეს სამი თვისა ასეთი სამუშაოების დაწყებამდე, აგრეთვე აცნობებენ მათი დასრულების ვადებსაც. მუხლი 7🔗 აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ურთიერთშეთანხმებითა და თავიანთი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოების თანხმობით, შეუძლიათ გამონაკლის შემთხვევებში (საგანგებო სიტუაციები, სტიქიური უბედურებები, ხანძრები, წყალდიდობები, ეპიდემიები, ეპიზოოტიები, ტექნოგენური ხასიათის ავარიები, მილსადენებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის თავიდან აცილების მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების განხორციელება, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ცხოველთა გადარეკვა/გადაყვანა და ა. შ.), მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობების გათვალისწინებით, კონტროლის შესაბამისი პირობების დაცვით, დაუშვან გაუქმებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ან არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ასევე სასაზღვრო გამტარი პუნქტების გარდა სახვა ადგილის გავლით მიმოსვლის დადგენილი წესის ცვლილებით საზღვრის დროებით გადაკვეთა. მუხლი 8🔗 წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისას ან გამოყენებისას წარმოშობილ უთანხმოებას მხარეები მოაგვარებენ კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით. მუხლი 9🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, გაფორმებული ცალკე ოქმების სახით, რომლებიც წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედიან წინამდებარე შეთანხმების მე-10 მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან. 2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში რჩება ერთ-ერთი მხარის მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ მეორე მხარის განზრახვის თაობაზე წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის ამოწურვამდე. 3. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან მოქმედებას წყვეტს 1993 წლის 3 თებერვლის შეთანხმება „საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტს შორის ორი სახელმწიფოს საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ“. შესრულებულია ქ. ბაქოში, 2021 წლის 29 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისას უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები გამოიყენებენ ტექსტს რუსულ ენაზე. (ხელმოწერილია) საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით