საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.05.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №017
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016089
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/05/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.05.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე პროკურატურის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №017
2022 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,გ“ და ,,რ“ ქვეპუნქტების, მე-18 და მე-60 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – საპრეტენზიო საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) სათათბირო ორგანო – საპრეტენზიო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) ამოცანების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი დროებითი სათათბირო ორგანო.
2. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
3. საბჭოს საქმიანობა წარიმართება კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის პრინციპების დაცვით.
4. საბჭო ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორის წინაშე.
მუხლი 2🔗. საბჭოს უფლებამოსილებები
საბჭო განიხილავს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის საფუძველზე მიღებული შეფასების შედეგების თაობაზე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა საჩივრებს.
მუხლი 3🔗. საბჭოს შექმნის წესი და შემადგენლობა
1. საბჭოს ჰყავს საბჭოს თავმჯდომარე, წევრები და საბჭოს მდივარი.
2. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით.
მუხლი 4🔗. საჩივრის წარდგენა
1. პროკურორი ან/და პროკურატურის გამომძიებელი შეფასების შედეგების გაცნობიდან 10 დღის ვადაში უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს საბჭოს.
2. საჩივრის წარდგენა შესაძლებელია საბჭოს ელექტრონული ფოსტის rate@pog.gov.ge მეშვეობით.
მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის წესი
1. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ.
2. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საჩივრები, თუ საბჭოს სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
3. საბჭო უფლებამოსილია, გამოითხოვოს და შეისწავლოს ის მასალები, რის საფუძველზეც შემფასებელმა განსაზღვრა საჩივრის ავტორის კომპეტენციის ზღვარი.
4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. საბჭოს წევრი უფლებამოსილია თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან.
5. საბჭო საჩივარს განიხილავს და იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: ა) აკმაყოფილებს საჩივარს და ცვლის ან აუქმებს შეფასების შედეგს; ბ) არ აკმაყოფილებს საჩივარს და უცვლელად ტოვებს შეფასების შედეგს.
6. საჩივრის ავტორი და შემფასებელი უფლებამოსილნი არიან ახსნა-განმარტების მისაცემად დაესწრონ საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის სხდომებს.
7. საბჭოს გადაწყვეტილება, ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს საბჭოს მდივანი და ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრები.
8. საბჭოს გადაწყვეტილება ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს –კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოში.
საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე