ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/221 |
|
2022 წლის 20 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესი“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესი
მუხლი 1 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვალდებულია ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცებიდან 3 (სამი) თვის ვადაში, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარუდგინოს „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის, ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით და ამ წესის შესაბამისად მომზადებული შეტყობინება პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ (შემდგომში – შეტყობინება), რომელიც მოიცავს ინფორმაციას და მეთოდოლოგიას პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით ენერგოდანაზოგების მოთხოვნილი რაოდენობების მიღწევისა და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესახებ. მუხლი 2 ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემ(ებ)ის განხორციელების შესახებ შეტყობინება, იმ შემთხვევაში, თუ ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემა არ ითვალისწინებს საგადასახადო ღონისძიებებს, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ვალდებულ, მონაწილე ან უფლებამოსილ მხარეებს, ან განმახორციელებელ საჯარო უფლებამოსილ პირებს/ორგანოებს; ბ) სამიზნე სექტორებს; გ) ენერგოეფექტურობის ვალდებულებების სქემების მოქმედების და, მათ შორის, შუალედური პერიოდების განმავლობაში, ენერგიის დაზოგვის მაჩვენებლის დონეს ან მოსალოდნელ დანაზოგებს; დ) ენერგოეფექტური ვალდებულებების სქემ(ებ)ის მოქმედების და, მათ შორის, შუალედური პერიოდების ხანგრძლივობას; ე) სათანადო ღონისძიების კატეგორიებს; ვ) გამოთვლის მეთოდოლოგიას, დამატებითი და არსებითი ხასიათის დადგენის მეთოდოლოგიის ჩათვლით, და რომელი მეთოდოლოგია და ნიშნულები გამოიყენება საინჟინრო გამოთვლების განხორციელებისას; ზ) ღონისძიების მოქმედების ვადებს; თ) კლიმატის ცვლილებების შემარბილებელ და ადაპტაციის მიდგომას; ი) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემ(ებ)ის განხორციელების ხარისხის სტანდარტებს; კ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემ(ები)ს შედეგების გაზომვისა და დადასტურების ოქმებს და როგორ არის დაცული ამ ოქმების შედგენის პროცესის დამოუკიდებლობა ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემ(ები)ს განხორციელებაზე ვალდებული, სქემაში მონაწილე და უფლებამოსილი პირებისგან; ლ) ენერგოაუდიტის ოქმებს. მუხლი 3 იმ შემთხვევაში, თუკი ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები მოიცავს საგადასახადო ღონისძიებებს, ამ ღონისძიებების შესახებ შეტყობინება ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, ასევე უნდა მოიცავდეს შემდეგ დეტალებს: ა) სამიზნე სექტორებსა და გადასახადების გადამხდელთა სეგმენტს; ბ) განმახორციელებელ საჯარო უფლებამოსილ პირს/ორგანოს; გ) მოსალოდნელ მისაღწევ დანაზოგებს; დ) საგადასახადო ღონისძიების ხანგრძლივობას და შუალედურ პერიოდებს; და ე) გამოთვლის მეთოდოლოგიას, გამოყენებული ფასის ელასტიურობის ჩათვლით. მუხლი 4 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას ამ წესის შესაბამისად ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შეტყობინების შემუშავებაში. . |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.05.2022.
- როდის იქნა მიღებული „ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.05.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/221. სარეგისტრაციო კოდი — 300280020.22.024.016744.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.05.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, №1-1/221, 20.05.2022, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.024.016744 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5469415/