📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.05.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016540
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/05/2022
matsne.gov.ge 572 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 96% 18.03.2021 „ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 95% 30.11.2022 ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 83% 03.06.2021 „ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 77% 10.06.2021 „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ მომხმარებლის წნევის საფეხური 77% 31.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №23 2022 წლის 19 მაისი ქ. თბილისი „ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის“ დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა: 1. დამტკიცდეს თანდართული „ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“; 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 მარტის №4 დადგენილება „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი“ დამტკიცების შესახებ; 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. . საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანიაკომისიის წევრიგიორგი ფანგანიკომისიის წევრიმაია მელიქიძეკომისიის წევრიგიორგი ფრუიძე დანართი №1 ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესი მუხლი 1🔗. წესის მიზანი 1. ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების  გაანგარიშების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის დანაკარგების ნორმატიული ოდენობის გაანგარიშების პრინციპებსა და წესს. 2. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“. მუხლი 2🔗. ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში  ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშებისა და დამტკიცების წესი 1. ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი  წარმოადგენს ბუნებრივი გაზის დანაკარგის დასაშვებ ოდენობას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელით ბუნებრივი გაზის გადაცემისას და იანგარიშება წესის შესაბამისად. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების კომპენსაციისთვის გაწეული ხარჯები ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშება და დამტკიცება ხორციელდება შესაბამისი ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის ტარიფის გაანგარიშების წელს, მომდევნო სატარიფო პერიოდისთვის.  4.  სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (t+i) ნორმატიული დანაკარგის ოდენობა განისაზღვრება ტარიფების გაანგარიშების წლის (t) წინა n- წლიანი პერიოდის ფაქტობრივი დანაკარგების საშუალო (საშუალო არითმეტიკული) ოდენობით:– Lt+i = 1/n ∑​n j=1 L​ფ t-j სადაც: Lt+i    – გადამცემ ქსელში ნორმატიული დანაკარგის ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის ყოველი სატარიფო წლისთვის (კუბ.მ); L​ფ t-j    – ტარიფის გაანგარიშების t წლის წინა t-j წელს გადამცემ ქსელში ფაქტობრივი დანაკარგის ოდენობა (კუბ.მ); n    – მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდი, გარდა ტარიფის გაანგარიშების წლისა და გასული სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლო სატარიფო წელი (წელი). 5. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემ ქსელში ფაქტობრივი დანაკარგის ოდენობა იზრდება წინა წელთან შედარებით, კომისია უფლებამოსილია ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს გაზრდილი მოცულობა, თუ ლიცენზიატი არ წარმოადგენს დასაბუთებულ განმარტებას დანაკარგის ზრდის გამომწვევი ფაქტორების შესახებ და მათი აღმოფხვრის გეგმას. 6. კომისია უფლებამოსილია ნორმატიული დანაკარგის ოდენობა დაადგინოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ცალკეული მილსადენ(ებ)ის მიხედვით. 7. წესით გაანგარიშებული ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი მტკიცდება კომისიის დადგენილებით. მუხლი 3🔗. ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ფაქტობრივი დანაკარგი 1.  ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგის ოდენობა იანგარიშება შემდეგი ფორმულის შესაბამისად: Lფ = g მიღ.- g გაც.- g მოხ.± g მილ. სადაც: g მიღ.  – გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღება (კუბ.მ); g გაც.  – გადამცემი ქსელიდან ბუნებრივი გაზის გაცემა  (კუბ.მ); g მოხ  – გადამცემი ქსელის საკუთარი მოხმარება (მათ შორის სარეაბილიტაციო და გადამცემ ქსელზე შეჭრების სამუშაოების განხორციელების დროს გაფრქვეულ ბუნებრივი გაზის ოდენობას)  (კუბ.მ); g მილ.   გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ოდენობის ცვლილება  (კუბ.მ). 2. ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორმა ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია კომისიაში უნდა წარმოადგინოს კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობით. მუხლი 4🔗. გარდამავალი დებულება ამ წესის მოქმედება ასევე ვრცელდება იმ საწარმოს ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშებაზე, რომელიც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიღებული ავტორიზაციით ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობას.