ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016752
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2022 წლის 31 მაისი

ქ. რუსთავი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის N159 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2019 წ., 010250050.35.160.016595) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:

1. პირველი მუხლისპუნქტით დამტკიცებულიაუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. ასევე, თუ პროგრამით სარგებლობის მსურველი პირის მშობელს აქვს 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის  ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო პროგრამით სარგებლობის მსურველ პირს  უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამით სარგებლობის მსურველ პირს არ უფიქსირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უწყვეტი 2 წლიანი რეგისტრაცია (აქვს მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი), ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ აქტის მომზადების უზრუნველსაყოფად.“

2. პირველი მუხლისპუნქტით დამტკიცებულიგონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV- 100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის მერიაში წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე.“

) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ICD -10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R62-ის შემთხვევაში ფსიქოლოგის ან ნეიროფსიქოლოგის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვროს გაცემიდან 6 თვე.“

) მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბენეფიციარი, რომელსაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი - R62 დაფინანსდება  წლიურად არაუმეტეს 2000,00 (ორი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თვეში ასანაზღაურებელი თანხა  შეადგენს არაუმეტეს 189.00 (ას ოთხმოცდაცხრა ლარი და 00 თეთრი) ლარს).“

) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.“

) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ქვეპროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ქვეპროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ქალაქის მერი და მიმართვის წერილს გასცემს იმ დაწესებულების სახელზე, საიდანაც არის წარმოდგენილი ინვოისი.

) მე-3 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. მიმართვის წერილის მოქმედების ვადა ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის შემთხვევაში განისაზღვრება საბიუჯეტო წლის ბოლომდე. ხოლო, ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში - არანაკლებ 30 და არაუმეტეს 90 კალენდარული დღით.

) მე-3 მუხლს დაემატოს 32 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამის მოსარგებლემ შეცვალა მომსახურების გამწევი დაწესებულება, 1 თვით ადრე უნდა აცნობოს პროგრამის განმახორციელებელს და ახალი დაწესებულებიდან წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (ინვოისი).“

) მე-3 მუხლს დაემატოს 33 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის  ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ დოკუმენტაციის ქვეპროგრამასთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ, მომდევნო თვიდან. ხოლო ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში - ქვეპროგრამასთან შესაბამისობის დადგენის დროიდან.

) ამოღებულ იქნას მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი,

) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება და ანაზღაურების წესი

1. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის  შემთხვევაში,  დაწესებულება ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვისა, წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა, მომსახურების ღირებულების კალკულაცია, სადაც უნდა ჩანდეს ჩატარებული თერაპიების რაოდენობა). ხოლო, ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს ბოლოს.

2. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62 -ის  შემთხვევაში,  შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა. ხოლო, ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს სრული მოცულობა.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტაციას. ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R-62-ის შემთხვევაში, დაფინანსებას ექვემდებარება 0-დან 15 წლის შესრულების თვის მანძილზე მოსარგებლისთვის მიწოდებული მომსახურება, ხოლო ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G 80 და Q 90 შემთხვევაში - მოსარგებლის 18 წლის ასაკის შესრულებამდე.

4. მომსახურების გამწევი დაწესებულების სახელზე გაცემული მიმართვის წერილის და გაწეული მომსახურების  შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ქვეპროგრამიდან თანხის გამოყოფის შესახებ.

5. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.“

) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

მუხლი 5. ქვეპროგრამის შედეგი

გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სტიმულირების, თვითმოვლის უნარების შეძენის, შემეცნების, მოტორიკისა და კომუნიკაციური უნარების გამომუშავების ხელშეწყობა.“

3. პირველი მუხლისპუნქტით დამტკიცებულიდიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქვეპროგრამის ამოცანაა დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები მოქალაქეებისათვის მატერიალური დახმარების გაწევით (ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით)  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია