ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის N159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№163
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016898
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №163

2024 წლის 25 ნოემბერი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 24/12/2019 წ., 010250050.35.160.016595) პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართი №3-ში („აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ ) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურებების დაფინანსება:

ა) ბაზისური მომსახურება (სტანდარტული სეანსების რაოდენობის გათვალისწინებით), რომელიც ითვალისწინებს თვეში არაუმეტეს 20 სეანსის მიწოდებას, თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად. თვეში 20 საათის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს სეანსების საერთო რაოდენობიდან არანაკლებ 12 სეანსი. დარჩენილი 8 სეანსის შემთხვევაში შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, მოხდეს მოსარგებლისათვის საჭირო სეანსების მიწოდება (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა);

ბ) მშობლის არჩევით ქვეპროგრამით მოსარგებლისთვის სეანსების მიწოდება ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, როდესაც მშობელს უფლება აქვს თავად აირჩიოს თერაპიების სახე ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით.“;

ბ) მე-2 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. როცა შეუძლებელია მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სეანსების ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ სეანსების რაოდენობა განაწილდეს შემდეგ თვეებზე.“

გ) მე-2 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სეანსების ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათს. სეანსების რაოდენობა შეზღუდული არ არის. სეანსების რაოდენობის განსაზღვრა ხდება ორგანიზაციაში არსებული თერაპიების ტარიფების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 420 (ოთხას ოცი ლარი და 00 თეთრი) ლარისა. სეანსების რაოდენობა და ბავშვის თერაპიის სახე ყოველთვიურად უნდა თანხმდებოდეს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და აღნიშნული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი ყოველთვიურად ანგარიშსწორებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ქვეპროგრამის განმახორციელებელთან .“;

დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 420 (ოთხას ოცი ლარი და 00 თეთრი) ლარისა, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა.“;

ე) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის არანაკლებ ერთსაათიანი ინდივიდუალური ან ჯგუფური სეანსი, ან ტელეინტერვენციის (ინდივიდუალური) განხორციელების სეანსი, რომლის ღირებულება შეადგენს 21 ლარს, გარდა მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე