„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-775 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-384 |
|
2022 წლის 31 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-775 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/09/2020, 340170000.22.023.016647) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
„ა) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტი – ბატარეები და აკუმულატორები (დანართი 5);
ბ) ახალი მწარმოებელი – პირი, რომელსაც მგვ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა 2022 წლის 1 ივნისის შემდეგ.“;
„2. მგვ რეესტრის ტექნიკურ ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია მგვ რეესტრის პროგრამულ უზრუნველყოფასა და გამართულ მუშაობაზე, მონაცემთა დაცვაზე და სხვა სახის ტექნიკურ მხარდაჭერაზე.“;
„1. ყველა მწარმოებელი ვალდებულია, 2022 წლის 1 ივნისამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში.“;
„4. მგვ რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ვებგვერდზე https://waste.mepa.gov.ge სპეციალური ფორმის შევსების გზით.“;
„7. მგვ რეესტრში ინფორმაციის სრულად შეტანის შემდეგ მწარმოებელს/მგვ ორგანიზაციას ენიჭება უნიკალური კოდი და იგი ითვლება რეგისტრირებულად. მწარმოებლის რეგისტრაციის ფაქტი დასტურდება შესაბამისი ამონაწერით (დანართი 6).“;
„1. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგება ხორციელდება ყოველთვიურად. წინა თვის ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული პროდუქციის შესახებ შეტანილი უნდა იქნეს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.“;
„4. მგვ რეესტრში ფიქსირდება შესწორების შეტანის თარიღი.“;
|