ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.05.2022
ძალაში შესვლა 06.06.2022
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016477
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2022 წლის 31 მაისი
ქ.ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 6 ივნისიდან.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას კომპეტენციის ფარგლებში.
2. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მერიის დებულებითა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
2. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
მუხლი 3🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
გ) ჯანდაცვის მუნიციპალურ პროგრამებზე, მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა აღრიცხვა, შესაბამისი ბაზების წარმოება;
ე) ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ვ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესულ განცხადებებზე და წერილებზე, წინადადებებისა და პასუხების მომზადება;
თ) სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ი) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების შესწავლა კომპეტენციის ფარგლებში;
კ) შესაძლებლობის ფარგლებში, უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის ორგანიზება;
ლ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ოჯახების აღრიცხვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
მ) დადგენილი ფორმით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი კონტიგენტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვება;
ნ) მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მათი დახმარების ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებული სახელმწიფო სოციალური, ჰუმანიტარული, მატერიალური დახმარებათა გაცემის ორგანიზება;
პ) შესაბამისი ბაზის წარმოება, იმ ძირითად სოციალურ პრობლემათა გამოსავლენად და სრული სურათის მისაღებად, რომელიც მუნიციპალიტეტში პრიორიტეტად განისაზღვრება;
ჟ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაობის ჩატარება;
რ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს მეცნიერულ საფუძველზე დაყრდნობით გადამდები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე არაგადამდები დაავადებებისა და რისკების გამოვლენას, საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებას, დაავადებათა კონტროლს და პრევენციას;
ს) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მიზნობრივი პროგრამების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო თუ ადგილობრივი ღონისძიებების განხორციელება და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 4🔗.
საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური შედგება:
ა) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განყოფილებისაგან;
ბ) სოციალურ საკითხთა განყოფილებისაგან;
გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებისაგან.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ხელმძღვანელი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;
2. სამსახურის ხელმძღვანელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია მერის წინაშე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის განყოფილებებსა და მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოხელეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) პერიოდულად წარუდგენს მერს, სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) ახორციელებს მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას, კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗.
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განყოფილება
1. ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფა / შესრულება;
ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
გ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციიდან სტატისტიკური მონაცემების მიღება-დამუშვება და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
დ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება და მათთან თანამშრომლობა;
ე) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ჯანდაცვის ობიექტებთან თანამშრომლობა სამსახურის კოპეტენციის ფარგლებში;
ვ) სამსახურში შემოსულ განცხადებებზე და წერილებზე წინადადებებისა და პასუხების მომზადება.
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 7🔗.
სოციალურ საკითხთა განყოფილება
1. სოციალურ საკითხთა განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) სოციალურ საკითხთა მიმართულებით მუნიციპალური პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ბ) განსახორციელებელი პროგრამების უზრუნველსაყოფად კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა დაწესებულებებთან და იურიდიულ პირებთან;
გ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით წინადადებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში და მათი რეგისტრაცია-აღრიცხვა.
დ) სოციალურად დაუცველ პირთა, აგრეთვე ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სოციალური შეღავათების და დახმარების შემოღების თაობაზე რეკომენდაციების მომზადება, არსებული პროგრამების გამართულ მუშობაში ხელშეწყობა;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრაცია-აღრიცხვა კომპეტენციის ფარგლებში და დახმარება მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის;
ვ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ჯანდაცვის ობიექტებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
თ) „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
ი) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
კ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;
ლ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
მ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ნ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით საჭირო ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;
ო) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.
2. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 8🔗.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილება
1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი. ინფექციურ დაავადებათა ელექტრონულ ინტეგრირებულ სისტემაში მონაცემთა (72 დაავადება და მდგომარეობა) შეყვანა.
ბ) იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა სამედიცინო დაწესებულებებთან (პირველადი ჯანდაცვის (პჯდ)) და ჰოსპიტალურ სექტორთან ერთად, განხორციელების ლოგისტიკური ხელშეწყობა, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;
გ) იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა – იმუნიზაციისა და მარაგების მართვის ელექტრონული მოდულის გამართული მუშაობის კოორდინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის დამხმარე ზედამხედველობა.
დ) სამედიცინო სტატისტიკური მასალის მოპოვება და წარდგენა სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის (დკსჯდ) ეროვნულ ცენტრში დადგენილი წესით; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ ჯანდაცვის დაწესებულებებში (სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური და იურიდიული პირები) დაავადებათა რეგისტრაცის, შეტყობინებების სისტემის ფუნქციონირების, ანგარიშგების მოწესრიგების ხელშეწყობა, მონიტორინგი, მონიტორინგის შედეგების შეფასება და მეთოდური დახმარების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;
ე) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა. პრევენციული ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას (აღრიცხვა-რეგისტრაციას დაქვემდებარებული გადამდები დაავადებების გამოვლენა, მათზე ეჭვის მიტანა ან ეპიდაფეთქება);
ზ) ჯანმრთელობისათვის საზიანო რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირების, ავადობის გრძელ და მოკლე ვადიანი პროგნოზირების მიზნით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება დკსჯ ეროვნულ ცენტრის მონაწილეობით მოსახლეობისათვის და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის.
თ) ჯანსაღი ცხოვრების წესის და უნარების დამკვიდრების, მავნე ჩვევათა კორექციის და მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო საშუალებებით და სპეციფიკური ღონისძიებებით საკომუნიკაციო კომპანიების, სოციალური მობილიზაციის ორგანიზება და წარმართვა;
ი) ჯანმრთელობისათვის საზიანო რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება, ადამიანის ჯანმრთლობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
კ) გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება;
ლ) ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებზე მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს, გადაწყვეტილებათა და დასახულ ქმედებათა კოორდინაცია პროფილურ ცენტრალურ სტრუქტურებთან;
მ) პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა, გამრავლების ადგლების პასპორტიზაცია, პროფილაქტიკური,მკურნალობის ორგანიზება;
ნ) ჯანმრთელობის ადვოკატირება, კომუნიკაციის გაუმჯობესება, მოსახლეობაში საინფორმაციო განმარტებითი საქმიანობის წარმართვა, სოციალური მობილიზაციის ხელშეწყობა და საჭიროებების შემთხვევაში მისი უზრუნველყოფა. თემის წარმომადგენლების, ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების ორგანიზება ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებში;
ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ინფექციათა კონტროლისა და პროფილაქტიკის, სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შერჩევითი კონტროლის განხორციელება. ინფორმაციის კონსოლიდირება ელექტრონულ ფორმატში და ანგარიშგება დადგენილი წესით;
პ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 31 და 32 პუნქტით განსაზღვრული ნორმების შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი რეაგირება და დარღვევების რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზებში;
ჟ) „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ეპიდზედამხედველობის კომპონენტის განხორციელება, ასევე ტუბერკულოზის კონტროლის კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;
რ) ვერბალური აუტოფსიის მეთოდით სიკვდილით არაიდენტიფიცირებულ მიზეზთა შემთხვევების კვლევა;
ს) „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის’’ პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის განხორციელების ხელშეწყობა;
ტ) მუნიციპალური პროგრამების, პროგრამულ ღონისძიებათ ფორმირება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე წინა წლების (მინიმუმ 3 წელი მაინც) ავადობის შესახებ სამედიცინო-სოციალურიი-სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით, პროგნოზული გათვლების საფუძველზე და საქართველოს შესაბამისი სამინისტროს ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინი) პირობათა გათვალისწინება;
უ) არაგადამდებ დაავადებების, ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიების, თამბაქოს, ქრონიკულ რესპირაციული დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, კიბოს, მარილის ჭარბი მოხმარების, სიმსუქნის, ტრავმატიზმისა და ძალადობის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიებისა სამოქმედო გეგმების ადგილზე განხორციელების ხელშეწყობა;
ფ) სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე დკსჯ ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული პოტენციალის გამოყენებით ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდრეჟიმის დაცვის სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული საავადმყოფოს შიგა ინფექციების პროფილაქტიკის ხელშეწყობა;
ქ) ინფექციურ და პარაზიტულ დაავადებათა საწინააღმდეგო სამედიცინო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, კერების ეპიდემიოლოგიური შესწავლა-მონიტორინგის, სანიტარულ-პროფილაქტიკური სამუშაოების (დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზინსექცია, კონტაქტირებულთა ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის კლინიკური ნიმუშებისა და გარემო ობიექტების მასალის აღება) ორგანიზების ხელშეწყობა.
ღ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების და ექიმი ფიზიკური პირების კოორდინაციისა და ინტეგრირების ხელშეწყობა პროფილაქტიკურ პროგრამებში;
ყ) მონაწილეობა შესაბამისი სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო ღონისძიებებსა და ტრენინგებში კომპეტენციის ფარგლებში;
შ) „C” ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების (სკრინინგი) მხარდაჭერა მოსახლეობის ინფორმირებულობის და მობილიზაციის გზით, მკურნალობის პროცესში ჩართვის ზედამხედველობა.
ჩ) მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
2. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
მუხლი 9🔗.
სამსახურის მოხელეთა ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
1. სამსახურში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;
2. მოხელეები ასრულებენ ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მერისა და ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე;
3. მოხელე უფლებამოსილია დადგენილი წესით ისარგებლოს ორგანიზაციული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით.
4. მოხელე სარგებლობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
5. დასაქმებული მოხელე ვალდებულია:
ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) გამჟღავნებისგან დაიცვას სხვისი პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, რომლებიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა ცნობილი;
დ) იზრუნოს საკუთარი კარიერული განვითარების და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებისათვის;
ე) შეასრულოს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარს.
მუხლი 10🔗.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.