თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 31.05.2022
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016567
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,022 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზი მთვარელიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 02.08.2024 ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 05.06.2024 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 16.05.2024 მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 30.10.2024 მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 26.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2022 წლის 31 მაისი ქ.თელავი თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 05 დეკემბრის №667 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 1.00 (ერთი) ლარით. მუხლი 2🔗 თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე 50%-იანი შეღავათით სარგებლობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს: 1. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს; 2. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებული პირებს - დევნილებს; 3. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს; 4. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; 5. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; 6. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს; 7. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მარჩენალდაკარგულს პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს; 8. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს; 9. თელავის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარებს, რომლებიც რეგისტირებულნი არიან თელავის მუნიციპალიტეტში; 10. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტირებულნი არიან თელავის მუნიციპალიტეტში; 11. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, რომლებიც რეგისტირებულნი არიან თელავის მუნიციპალიტეტში. მუხლი 3🔗 თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგაზვრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ (ს/ნ 431439516) მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი გადახდის სიტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას. 2.თელავის მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურს“ (ს/ნ 431439516) მიენიჭოს უფლებამოსილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება. 3. თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის 15 ივლისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტის წარმოდგენა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე, მისი მოწონების მიზნით. მუხლი 4🔗 1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ (ს/ნ 431439516) მიერ შერჩეული ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით. 2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის (ბარათის გამცემი) მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა. 3. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი  სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ (ს/ნ 431439516) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახური“ (ს/ნ 431439516) უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით. 4. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 90 (ოცხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება  უფასო განბლოკვას. 5. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ბარათის გამცემი) თელავის მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ (ს/ნ 431439516) მოთხოვნის საფუძველზე,  მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას. 6. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის  საფუძველზე.  მუხლი 5🔗 ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე გასაცემი სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, რომელზეც წვდომა უნდა ჰქონდეთ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურს“ ან/და ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტს. მუხლი 6🔗 ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისათვის (ბარათის გამცემი) ან/და თელავის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ან/და თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურისათვის“ შესაბამისი ინფორმაციის ყოველდღიურად მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ დაწესებულებებს: ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი-მე-2, მე-4-მე-8 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს; ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს; გ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ დირექტორს; დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-10-მე-11 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას; ე) ამ დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი-მე-11 პუნქტებით განსაზღვრული პირების თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით - სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. მუხლი 7🔗 ამ დადგენილების მე-6 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლა შესაბამის სუბიექტებს შორის განხორციელდება მათ შორის შეთანხმებული ფორმით და პირობებით. მუხლი 8🔗 ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს თელავის მუნიცუპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ (ს/ნ 431439516) ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს  თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფას. მუხლი 9🔗 თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურმა“ (ს/ნ 431439516) ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და თელავის მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ ანგარიშზე  მგაზვრობის საფასურიდან შემოსული თანხების შესახებ.  მუხლი 10🔗 დადგენილება ძალაშია 2022 წლის 01 აგვისტოდან. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზი მთვარელიშვილი