ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №273 |
|
2022 წლის 31 მაისი ქ. თბილისი |
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი − კომისიის თავმჯდომარე.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე.
3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე.
4. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე.
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
7. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფროსი.
9. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.
10. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.
11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.
12. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის აპარატის აღმასრულებელი დირექტორი.
13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.
14. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი.
15. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
1. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს.
2. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს.
2. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში კომისიამ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 10 ნოემბრისა. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში (შესაბამისად, სამოქმედო გეგმაში რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშზე დაყრდნობით განსაზღვრული ღონისძიებებიც) განახლდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პერიოდულობით.
|
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში − მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია) მიზანია, შეიმუშაოს, სათანადო პერიოდულობით განაახლოს და შესრულების მონიტორინგი გაუწიოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულ სტრატეგიას და ეროვნულ სამოქმედო გეგმას, აგრეთვე რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ შესაბამისობას მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებთან, კერძოდ, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (Financial Action Task Force) რეკომენდაციებთან, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციებსა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების ხელშეკრულების ფარგლებში „ფინანსური სისტემის ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით გამოყენების თავიდან აცილების შესახებ, ევროპარლამენტისა და საბჭოს №648/2012 რეგულაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/60/EC დირექტივისა და კომისიის 2006/70/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 20 მაისის 2015/849 დირექტივაში განსაზღვრულ დებულებებთან აპროქსიმაციას.
1. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
3. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შემავალ პირს შეუძლია განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება, შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე.
დასახული მიზნების მისაღწევად, მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა, მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
1. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სამდივნო, რომელიც პასუხისმგებელია, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტის ტექსტის ფორმულირებაზე.
2. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.
1. მუდმივმოქმედ უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხვა წევრი.
2. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომების პერიოდულობას, დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე.
3. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის მომხსენებელს, ხოლო სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
4. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე.
5. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს, აგრეთვე მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის მომხსენებელსა და სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
6. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
7. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
8. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე. სხდომის ოქმი გასაცნობად ეგზავნებათ მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის წევრებსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს.