1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) სახელმწიფო ფინანსების ან/და სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის I და III თავების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილების „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანების „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანების „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანების „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანების „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას;
გ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ I და VII თავების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის I და III თავების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილების ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის №26 დადგენილების „ავტოსატრანსპორტო საშუალებების წლოვანების ან/და გარანტიის პირობების დადგენის შესახებ, რომელთა ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ IV და V თავების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანების „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანების „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანების „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანების „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა.
3. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ I და VII თავების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III და VI თავების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნ