„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017241
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №54

2022 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილ პირს, თანამდებობიდან დროებით გადაყენებულ ან კადრების განკარგულებაში აყვანილ მოსამსახურეს (გარდა 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ასევე, სამინისტროს მოსამსახურეს ამ წესის 651 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის წარმოდგენამდე, ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სპეციალური ჟეტონი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სპეციალური საშუალებები, სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება და ეკრძალება სამინისტროს შესაბამისი ფორმის ტანსაცმლის ტარება.“.

2. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური