„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017365
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №35

2023 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სამინისტროს მოსამსახურე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად (მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამაში, კონფერენციასა და სემინარში მონაწილეობის მისაღებად) შესაძლებელია გაგზავნილ იქნეს სამსახურებრივი მივლინებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ.“.

2. 63-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს მოსამსახურეს 5 წელიწადში ერთხელ შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შემდეგი პირობებით:

ა) პირადი ინიციატივის შემთხვევაში 3 თვემდე ვადით;

ბ) სამინისტროს შეთავაზებითა და დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით 1 წლამდე ვადით, თუ კვალიფიკაციის ამაღლება უკავშირდება მოსამსახურის ფუნქცია-მოვალეობებს.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურესთან ფორმდება ამ წესის 92 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური