სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის, საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომისათვის საფასურის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 06.06.2022
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016426
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.06.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია | სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ქუთაისში მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის, საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ ქალაქ ჭიათურის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების
პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო
საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის, საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომისათვის საფასურის დადგენის შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №66
2022 წლის 6 ივნისი
ქ. სამტრედია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მესამე პირებისათვის პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის, საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და დგომისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დადგნიდეს, სამტრედიის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარი დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
ა.ა) 1 საათამდე პერიოდი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი;
ა.ბ) 3 საათამდე პერიოდი – 1 (ერთი) ლარი;
ა.გ) ყოველი შემდეგი 1 (ერთი) საათი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი;
ბ) 1 დღე – 2 (ორი) ლარი;
გ) 7 დღე – 5 (ხუთი) ლარი;
დ) 30 დღე – 10 (ათი) ლარი;
ე) 182 დღე – 25 (ოცდახუთი) ლარი;
ვ) 365 დღე – 40 (ორმოცი) ლარი;
მუხლი 2🔗
დადგინდეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
ა) ტაქსებისათვის:
ა.ა) 1 დღე – 1 (ერთი) ლარი;
ა.ბ) 10 დღე – 10 (ათი) ლარი;
ა.გ) 20 დღე – 20 (ოცი) ლარი;
ა.დ) 30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი.
ბ) სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისათვის:
ბ.ა) 1 დღე – 3 (სამი) ლარი;
ბ.ბ) 30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი;
ბ.გ) 182 დღე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
ბ.დ) 365 დღე – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.
გ) საინკასაციო მომსახურების ავტომობილებისათვის: 365 დღე – 1000 (ათასი) ლარი;
დ) საჯარიმო (დაცულ) სადგომზე ავტომობილის გადაყვანა – 40 (ორმოცი) ლარი;
ე) საჯარიმო (დაცულ) ავტოსადგომზე განთავსების ღირებულება – გადაყვანიდან 24 საათი განმავლობაში უფასო, ხოლო, ყოველი შემდგომი დღე – 2 (ორი) ლარი.
მუხლი 3🔗
ცნობად იქნეს მიღებული, რომ პარკირების საფასურის გადახდა განხორციელდება პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში, ელექტრონული გადახდის საშუალებების ან კანონით დაშვებული სხვა ნებისმიერი ფორმით.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია