„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის №6/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6/31 |
|
2022 წლის 6 ივნისი ქ. ფოთი |
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, თანახმად დანართი №1-ისა.
2. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის და ანგარიშგების წესი, თანახმად დანართი №2-ისა.
3. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, თანახმად დანართი №3-ისა.
4. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა, თანახმად დანართი №4-ისა.“.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №2, დანართი №3 და დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553, 771, 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1254 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351 მუხლებით, 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე, 1501 მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, 152-ე, 1522, 1534-ე, 1561, 159-ე, 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა „ქალაქ ფოთის მუნიციპალურმა ინსპექციამ“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 415112149).“.
|