„ა(ა)იპ „გორის მუნიციპალურ ინსპექციაში“ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 აპრილის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
020080160.35.148.016764
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2023 წლის 14 ივლისი

ქ. გორი

 

„ა(ა)იპ „გორის მუნიციპალურ ინსპექციაში“ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 აპრილის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ა(ა)იპ „გორის მუნიციპალურ ინსპექციაში“ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 აპრილის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/04/2023, 02008016.35.148.016753) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“

2. დადგენილების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​​​​3 მუხლის, 234​​​​1 მუხლის, 239-ე მუხლის 44, მე-14, მე-18​1, 27-ე, 31-ე, 66-ე და 67-ე ნაწილების, 240-ე მუხლის, 242-ე მუხლის, 243-ე მუხლის 2​​​​1 ნაწილის, 268-ე მუხლის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის, 273-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12-მე-16 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

3. დადგენილების 1-ლი მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 55​​​2 მუხლით, 555, 55​​​6, 642, 77​​​1 და 77​​​2 მუხლებით, 82​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე მუხლით, 1191 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​4 მუხლით, 134-1351 მუხლებით, 146​​​​1 მუხლით, 148-ე მუხლით, 150-1501 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​​​2 მუხლით, 152-ე მუხლით, 1522 მუხლით, 1525-1529 მუხლით, 1534 მუხლით, 1561 მუხლით, 158​​​5  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და  159-ე მუხლით, 159​​​1 მუხლით, 166​2 მუხლით, მუხლებით გათვალისწინებული  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილება მიენიჭოს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალურ ინსპექციას“ (ს/ნ 418481011) მიერ უფლებამოსილ თანამშრომლებს (შემდგომში – ინსპექციის თანამშრომლები).“.

4. დადგენილების 1-ლი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12, 13 და 14 მუხლები:

მუხლი 11

საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 49-ე მუხლით, 51-ე მუხლით, 512 მუხლით, 513 მუხლით, 52-ე მუხლით, 533 მუხლით, 55-ე მუხლით, 553 მუხლით, 63-ე მუხლით, 64-ე მუხლით, 65-ე მუხლით, 66-ე-67-ე მუხლებით, 68-ე მუხლით, 71-ე მუხლით, 73-ე-76-ე მუხლებით, 825 მუხლით, 86-ე მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით, 17314 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალურ ინსპექციის“ (ს/ნ 418481011) მიერ უფლებამოსილ თანამშრომლებს.

მუხლი 12

საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465, 466, 172​​​​​8 და 172​​​​​9 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების საჯარო მოსამსახურეს.

მუხლი 13

საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1961, 1963, 1966, 197-ე, 1971, 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება აქვს გორის მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს საჯარო მოსამსახურეს.

მუხლი 14

საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის 4​4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ადგენს გორის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ უფლებამოსილი პირები.“.

5. დადგენილების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №6-ის შესაბამისად;

ზ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი  დანართი №7-ის შესაბამისად;

თ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი  დანართი №8-ის შესაბამისად;

ი) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტი დანართი №9-ის შესაბამისად;“.

6. დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“:

ა) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ოქმის –  საჯარიმო ქვითრის გასაჩივრებისას, საჩივარს განიხილავს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და ამზადებს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე



დანართი №6

 

ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის

ოქმი №

 


 _______________________________________               „ ____“______________  20 --   წ.   __________  სთ.

                      (ოქმის  შედგენის  ადგილი)                                                                     (ოქმის  შედგენის  დრო)

  _____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

                                       (ოქმის  შემდგენლის  თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი)

მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ:   ____________________________________________________

  _____________________________________________________________________________________________

(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების  ადგილი  და თარიღი,  საცხოვრებელი ადგილის მისამართი)

 

  ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის  შესახებ : _________________________

  ____________________________________________________________________________________________

   ____________________________________________________________________________________________

  ____________________________________________________________________________________________

                                                                                                    (ადგილი, დრო, არსი)

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი:______________________________________________

  ____________________________________________________________________________________________

                                                                                             (მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)

მოწმე (თუ  არის): 1.   ____________________________________ /__________      _______________________/ 

2._______________________________________________________/  __________________________________/

   ( სახელი,   გვარი, საცხოვრებელი მისამართი, პირადი ნომერი )                                        (ხელმოწერა)

დაზარალებული (თუ არის): 1.   ________________________________________________________________ 2.___________________________________________________________________/  _ _____________________/

  (სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, პირადი ნომერი)                                (ხელმოწერა)

სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტებები:_____________________________________________________

  ____________________________________________________________________________________________

  ____________________________________________________________________________________________

  საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები:    __________________________________________________   

  _______________________________________________________________________________________________________________________________

  ადმინისტრაციულ   პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს. მისცეს ახსნა- განმარტებანი, წარადგინოს  მტკი-

  ცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობ-

ლიურ  ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის შესახებ მიღებული 

  დადგენილება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  საქმე  განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ

პასუხისგებაში. პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის

  განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების

  თაობაზე.

შენიშვნები ოქმის შინაარსის შესახებ ( შენიშვნის შინაარსი): _______________________________________

_____________________________________________________________________________________________

 

სამართალდამრღვევი:      ____________________________/   _______________________ /

(ხელმოწერა ან ხელმოწერაზე  უარის აღნიშვნა, თარიღი )                                                ბ.ა.                                                  

ოქმის შემდგენელი :_______________________________ /    _______________________ /

                          (სახელი,  გვარი)                                (ხელმოწერა,  თარიღი)

 

დამკვეთი:                                                                                                       დამამზადებელი:

 

მისამართი:                                                                                                      სემგს-ს რეგისტრაციის №

 

 


დანართი №7

 

  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი

 

გაცემის თარიღი

ოქმის №

ოქმის გამცემი

ოქმის მიმღები

შედგენილი ოქმები

თანამდებობა

სახელი

გვარი

ხელმოწერა

თანამ

დებობა

სახელი

გვარი

ხელმოწერა

ოქმის №

თანამდებობა

სახელი

გვარი

ხელ

მოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები

შენიშვნა

დაბრუნების თარიღი

ჩამოწერის აქტის №

ოქმის №

თანამდებობა

სახელი

გვარი

 

17

18

19

20

21

22

23

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                                                                                                                                                                         


დანართი№8

     ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე.

2.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (შემდგომში – ოქმი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.


მუხლი 2. ოქმის მომარაგება, გაცემა და დაბრუნება

1. ოქმის შეკვეთას მუნიციპალიტეტი აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

2. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

3. ოქმები გაიცემა წინამდებარე დადგენილების 11 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის და საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 465, 466, 172​​​​​ 8 , 172​​​​​ 9 , 1961, 1963, 1966, 197-ე, 1971, 198-ე  მუხლებით და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე 239-ე მუხლის 4​ 4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

  4. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.


მუხლი 3. ოქმების შენახვა
1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.

2. სათავსო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

3. ოქმები ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან ან პირებთან.


მუხლი 4. ოქმის შინაარსი და დამცავი ნიშნები
1. ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 240-ე მუხლის შესაბამისად.

2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას ანათებს;

ბ) ექსკლუზიური გილიოშური დამცავი ბადე ორიგინალური ჩარჩოთი;

გ) გილიოშური ელემენტები, რომელიც დაბეჭდილია კოპირების საწინააღმდეგო საღებავით.


მუხლი 5. ოქმების შევსება და წარმოება
1. ოქმს უფლებამოსილი პირები ავსებენ სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.

2. ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი შესაძლებელია აღიჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით აღნიშნული პირი უფლებამოსილია დააფიქსიროს ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ფაქტი (მათ შორის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების პროცესი). ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წინასწარ აცნობოს სამართალდამრღვევს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს.

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:

ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;

დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ე) ნორმატიული აქტი (მუხლის/ნაწილის მითითებით), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;

თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

5. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.

6. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.

7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.

8. ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

 



დანართი №9

აქტი №

 


 გორის მუნიციპალიტეტი                   ---- ----------------- 20---- წ.

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ოქმის ჩამოწერის შესახებ

 

საქმეთა დასახელება

რაოდენობა

ოქმის ექსკლუზიური №

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის

 სისწორეს

 

   ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -------------------------------

 

   ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი -----------------------------