საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.06.2022
ძალაში შესვლა 11.06.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №280
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023492
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 937 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.06.2022 მიღება
11.06.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 22.12.2017 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 02.02.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება 87% 20.02.2019 ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 22.12.2017 აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 27.07.2015

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №280 2022 წლის 7 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 14​1 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესი.“. მუხლი 2🔗 დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება: 1. დადგენილების ამოქმედებამდე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების განხილვისა და დამტკიცების მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებებზე.   2. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე  მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე,  შესაბამისი მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტის შემუშავებაზე. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 11 ივნისიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის“ (შემდგომში – წესი) მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სამართლებრივი მომწესრიგებელი ნორმების დადგენა და შესაბამისი პროცესების დაუბრკოლებლად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად შესრულების ხელშეწყობა. 2. ეს წესი ადგენს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეებს, შესაბამისი საფასურების განაკვეთებს, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაინტერესებული პირი − პირი, რომელსაც სურს, მიიღოს სააგენტოს მხრიდან შესაბამისი მომსახურება და რომელიც, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, იხდის ამ წესით გათვალისწინებულ საფასურს; ბ) მომსახურება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა; გ) საფასური − სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის ამ წესით გადასახდელი თანხა.   2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში და მის საფუძველზე მიღებულ  ნორმატიულ აქტებში,  დარგის მარეგულირებელ სხვა ნორმატიულ აქტებში განმარტებული/გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობები. მუხლი 3🔗. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურის განაკვეთები მომსახურების სახეები და საფასურის განაკვეთებია: ა) ავტონომიური რესპუბლიკების ან/და მულტიმუნიციპალური/მუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და მათი შემადგენელი ნაწილის შემუშავების მიზნით, დავალების მომზადება − ავტონომიური რესპუბლიკების ან/და მულტიმუნიციპალური/მუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და მათი შემადგენელი ნაწილის შემუშავების  ღირებულების 10%; ბ) ავტონომიური რესპუბლიკების, მულტიმუნიციპალური/მუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის  ან/და მისი შემადგენელი ნაწილისთვის საექსპერტო დასკვნის მომზადება − ავტონომიური რესპუბლიკების, მულტიმუნიციპალური/მუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის შემუშავების ღირებულების 4%; გ) ქალაქთმშენებლობითი გეგმების (გარდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში დასამტკიცებელი ქალაქთმშენებლობითი გეგმისა) ან/და მისი შემადგენელი ნაწილის შემუშავების მიზნით დავალების მომზადება − ქალაქთმშენებლობითი გეგმების ან/და მისი შემადგენელი ნაწილის შემუშავების ღირებულების 9%; დ) ქალაქთმშენებლობითი გეგმების (გარდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში დასამტკიცებელი ქალაქთმშენებლობითი გეგმისა) კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მისი შემადგენელი ნაწილისთვის საექსპერტო დასკვნის მომზადება  − ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის ან/და პროექტის ან/და მისი შემადგენელი ნაწილის შემუშავების  ღირებულების 3%; ე) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ინიციირებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის დამტკიცება − განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ან/და პროექტის შემუშავების ღირებულების 1%; ვ) ქალაქთმშენებლობითი დასკვნის გაცემა მიწის ნაკვეთის განვითარებასთან დაკავშირებით − 200 ლარი; ზ) განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა − 50,000 ლარი; თ) საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების წინასწარი შეფასება − 50,000 ლარი; ი) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ქალაქთმშენებლობითი გეგმის  შეთანხმება − ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების  ღირებულების 1%; კ) სივრცის დაგეგმარების გეგმის/ქალაქთმშენებლობითი გეგმის (გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა) ან/და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავების თაობაზე კონსულტაცია − 500 ლარი; ლ) განაშენიანების დეტალური გეგმის ან/და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავების თაობაზე კონსულტაცია − 300 ლარი; მ) განსაკუთრებული რეგულირების ზონებსა და ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებული კონსულტაცია − 200 ლარი; ნ) ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება (თითოეული ტრენერის დღიური ანაზღაურება) − 600 ლარი. მუხლი 4🔗. საფასურის გადახდის წესი 1. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს საფასური, ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი ოდენობით. 2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის დაწყებამდე.  3. საფასურის  გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით და ირიცხება სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე. 4. დაინტერესებული პირი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადებას დაურთოს საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველია. მუხლი 5🔗. საფასურის გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. საფასურისგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. გათავისუფლების თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობა წარედგინება სააგენტოს, რომელიც დასაბუთებულ შუამდგომლობას წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს მთავრობისთვის წარმოსადგენად.  2.  იმ შემთხვევაში, თუ საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის. 3. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ: ა) სააგენტო, კანონიერი საფუძვლის არსებობისას, უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე; ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე, მაგრამ არაუგვიანეს მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, უარს აცხადებს მომსახურებაზე წერილობითი ფორმით.  4. გადახდილი საფასური ბრუნდება ნაწილობრივ, თუ სააგენტო ამ წესის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გარემოებათა შესწავლის შედეგად, მიიღებს უარყოფით გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უბრუნდება სრულად გადახდილი საფასურის 80%. 5. საფასურის დაბრუნება (მათ შორის, ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში) ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის დაბრუნების საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება. 6. საფასურთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.