„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №294 |
|
2022 წლის 8 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო;“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული გეგმარებითი ერთეულის (რეგიონის) გეგმის შემთხვევაში – სააგენტო;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემთხვევაში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის დაგეგმარების უფლებამოსილების მქონე ორგანო/სააგენტო;“.
3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში − სააგენტო.“.
4. მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სივრცის დაგეგმარების გეგმების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტის განხილვაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართვას უზრუნველყოფს ინიციატორი ან/და სააგენტო. ამ თვალსაზრისით, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს წარმოადგენენ:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი:
ა.ა) უკავშირდება ენერგეტიკულ სისტემას ან/და ელექტროენერგიის წარმოებას;
ა.ბ) ითვალისწინებს მაგისტრალური ნავთობსადენისათვის, მაგისტრალური (მაღალი წნევის) გაზსადენისათვის, ფუნიკულიორისათვის, საჰაერო-საბაგირო გზისა და იმ შენობა-ნაგებობის განთავსებას, რომელიც საშიში საწარმოო პროცესის მიმდინარეობის ან კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სახიფათო ნივთიერებების შენახვა-გამოყენების გამო საჭიროებს უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებულ პირობებს;
ა.გ) ითვალისწინებს აეროდრომების, სანავიგაციო ობიექტების განთავსებას ან/და მათ გარშემო დაცვის არის განსაზღვრას;
ა.დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი:
ბ.ა) საჭიროებს სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას;
ბ.ბ) მოიცავს დაცულ ტერიტორიებს, სატყეო ტერიტორიებს, წყლის ობიექტებს, ნარჩენების განთავსების ტერიტორიებს და სხვა;
ბ.გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
გ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი მოიცავს:
გ.ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონას/ზონებს ან/და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს;
გ.ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი:
დ.ა) მოიცავს სასაზღვრო ზოლს ან/და სასაზღვრო ზონას;
დ.ბ) დაკავშირებულია სამოქალაქო უსაფრთხოების, მათ შორის, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან და სხვა;
დ.გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი:
ე.ა) მოიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ტერიტორიებს;
ე.ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო − კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ზ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი მოიცავს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებს;
თ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი მოიცავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს ან/და დაგეგმვა ხორციელდება მის მომიჯნავედ;
ი) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები.
2. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის/ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტი (გარდა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტისა) შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტებისა) შესაბამისი დასკვნის მისაღებად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვა, დაინტერესებული სამინისტროების/უწყებების მონაწილეობას, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შესაბამისი დასკვნის მუნიციპალიტეტისათვის წარდგენას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.06.2022.
- როდის იქნა მიღებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.06.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №294. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.10.003.023502.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.06.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №294, 08.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.023502 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5488723/