ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ხაბუმის 39-ე ქუჩის სახელდების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №28
2022 წლის 6 ივნისი
ქ. ჩხოროწყუ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ხაბუმის 39-ე ქუჩას და მასთან არსებულ ორ ჩიხს მიენიჭოს „ეთერ დადიანი“-ს სახელი (ორთოფოტი თან ერთვის).
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მის. ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).
საკრებულოს თავმჯდომარე: შოთა წურწუმია