ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულის 29-ე ქუჩის სახელდების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.107.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 

განკარგულება №6

2025 წლის 23 ივლისი

ქ. ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულის 29-ე ქუჩის სახელდების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმის მაჟორიტარი დეპუტატის, ტარიელ შენგელიას 2025 წლის 7 თებერვლის №111-111250381 ინიციატივის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომб გადაწყვიტა:

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულის 29-ე ქუჩას მიენიჭოს „კოტე შენგელიას“ სახელი (ორთოფოტო თან ერთვის).

2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).

3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მის. ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                     შოთა წურწუმია