📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.06.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №308
სარეგისტრაციო კოდი 140070000.10.003.023520
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,775 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 22.12.2014 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 03.07.2019 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 17.01.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 13.07.2020 დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 07.09.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №308 2022 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესი“. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 24 მარტის №138 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეებსა და ვადებს, საფასურის განაკვეთებსა და მათი გადახდის პირობებს. 2. სააგენტო სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურებას გასწევს დაინტერესებული პირის მოთხოვნით, სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საფასური − სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისთვის ამ წესით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით; ბ) სპეციალისტის კონსულტაცია − შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული კონსულტაცია; გ) შენობის ფართობი − შენობის ყველა სართულის ფართობთა ჯამი; დ) ობიექტი − ფიზიკური ან იურიდიული პირის, სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონება (მათ შორის, ტერიტორია, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება, ტექნოლოგიური დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნაკეთობა, სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალება), რომლისთვისაც დადგენილია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ან საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები. მუხლი 3🔗. მომსახურების სახეები, ვადები და საფასურები 1. სახანძრო უსაფრთხოების ზომების ინსტრუქციის შემუშავება: ა) 10 სამუშაო დღის ვადაში – 150 ლარი; ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში – 300 ლარი. 2. სახანძრო ტექნიკური შემოწმების ჩატარება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება: ა) არაუმეტეს 1000 მ​2 ფართობის შემთხვევაში: ა.ა) 20 სამუშაო დღის ვადაში − 500 ლარი; ა.ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში – 800 ლარი; ბ) 1000 მ​2-ზე მეტი ფართობის შემთხვევაში: ბ.ა) მომსახურების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით, ხოლო საფასური – ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.50 ლარი; ბ.ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში, ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.80 ლარი. 3. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შემუშავება: ა) 10 სამუშაო დღის ვადაში – 150 ლარი; ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში – 300 ლარი. 4. სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალისტის კონსულტაცია – ერთი საათის განმავლობაში – 50 ლარი. 5. საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის საკითხებზე სპეციალისტის კონსულტაცია – ერთი საათის განმავლობაში – 50 ლარი. 6. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების (ტექნიკური პირობები) შემუშავება: ა) არაუმეტეს 1000 მ​2 ფართობის შემთხვევაში: ა.ა) 20 სამუშაო დღის ვადაში − 400 ლარი; ა.ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში – 800 ლარი; ბ) 1000 მ​2-ზე მეტი ფართობის შემთხვევაში: ბ.ა) მომსახურების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით, ხოლო საფასური – ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.50 ლარი; ბ.ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში, ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.80 ლარი. 7. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება: ა) არაუმეტეს 1000 მ​2 ფართობის შემთხვევაში: ა.ა) 20 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; ა.ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში – 800 ლარი; ბ) 1000 მ​2-ზე მეტი ფართობის შემთხვევაში: ბ.ა) მომსახურების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით, ხოლო საფასური – ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.50 ლარი; ბ.ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში, ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.80 ლარი. 8. შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი წინადადებების მომზადება: ა) არაუმეტეს 500 მ​2 ფართობის მქონე შენობა-ნაგებობისათვის: ა.ა) 15 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ა.ბ) 7 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; ბ) 500 მ​2-ზე მეტი ფართობის მქონე შენობა-ნაგებობისათვის: ბ.ა) მომსახურების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით, ხოლო საფასური – ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.20 ლარი; ბ.ბ) 7 სამუშაო დღის ვადაში, ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.40 ლარი. 9. სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი წინადადებების მომზადება: ა) არაუმეტეს 500 მ​2 ფართობის შემთხვევაში: ა.ა) 15 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ა.ბ) 7 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; ბ) 500 მ​2-ზე მეტი ფართობის შემთხვევაში: ბ.ა) მომსახურების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით, ხოლო საფასური – ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.20 ლარი; ბ.ბ) 7 სამუშაო დღის ვადაში, ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.40 ლარი. 10. ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა სათანადო აქტის გაფორმებით: ა) კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაცია (თითოეულ კვამლსაწინააღმდეგო ვენტილატორზე, მიუხედავად მისი აეროდინამიკური სქემისა): ა.ა) 5 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ა.ბ) 2 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; ბ) ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემები: ბ.ა) არაუმეტეს 500 მ​2 ფართობის შემთხვევაში: ბ.ა.ა) 5 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ბ.ა.ბ) 2 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; ბ.ბ) 500 მ​2-ზე მეტი ფართობის შემთხვევაში: ბ.ბ.ა) მომსახურების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით, ხოლო საფასური – ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.50 ლარი; ბ.ბ.ბ) 2 სამუშაო დღის ვადაში ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.80 ლარი; გ) ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობისა და ევაკუაციის მართვის სისტემა: გ.ა) 5 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; გ.ბ) 2 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; დ) სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა: დ.ა) არაუმეტეს 500 მ​2 ფართობის შემთხვევაში: დ.ა.ა) 5 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; დ.ა.ბ) 2 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; დ.ბ) 500 მ​2-ზე მეტი ფართობის შემთხვევაში: დ.ბ.ა) მომსახურების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით, ხოლო საფასური – ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.50 ლარი; დ.ბ.ბ) 2 სამუშაო დღის ვადაში ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.80 ლარი; ე) შიდა ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემა: ე.ა) 5 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ე.ბ) 2 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; ვ) გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემა: ვ.ა) 5 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ვ.ბ) 2 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი. 11. სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება – ერთი პირის სწავლების კურსის საფასური (გარდა სახელმწიფო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებისა და სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა) – 100 ლარი. 12. საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების სწავლება – ერთი პირის სწავლების კურსის საფასური (გარდა სახელმწიფო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებისა და სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა) – 200 ლარი. 13. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის საზღვრებში სპეციალური დანიშნულების ავტოტექნიკით სიმაღლეზე სამუშაოების წარმოება – ყოველ ერთ საათამდე დროის განმავლობაში – 100 ლარი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ ყოველ დამატებით კილომეტრზე – 3 ლარი. 14. შენობა-ნაგებობის საევაკუაციო გეგმის შემუშავება: ა) მომსახურების მიმღების მიერ სააგენტოსათვის დასაგეგმარებელი შენობის შესაბამის პროგრამაში შესრულებული სართულებრივი გეგმა-ნახაზის ელექტრონული ვერსიის წარდგენის შემთხვევაში: ა.ა) არაუმეტეს 1000 მ​2 ფართობის შენობა-ნაგებობისთვის საევაკუაციო გეგმის შემუშავება: ა.ა.ა)10 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ა.ა.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში − 400 ლარი; ა.ბ) 1000 მ​2-ზე მეტი ფართობის შენობა-ნაგებობისათვის საევაკუაციო გეგმის შემუშავება: ა.ბ.ა) მომსახურების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით, ხოლო საფასური − ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.20 ლარი; ა.ბ.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში, ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.50 ლარი; ბ) სართულებრივი გეგმა-ნახაზის შესაბამის პროგრამაში შესრულებული ელექტრონული ვერსიის წარუდგენლობის შემთხვევაში: ბ.ა) არაუმეტეს 1000 მ​2 ფართობის შენობა-ნაგებობისათვის საევაკუაციო გეგმის შემუშავება: ბ.ა.ა) 10 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; ბ.ა.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში − 800 ლარი; ბ.ბ) 1000 მ​2-ზე მეტი ფართობის შენობა-ნაგებობისათვის საევაკუაციო გეგმის შემუშავება: ბ.ბ.ა) მომსახურების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით, ხოლო საფასური – ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.50 ლარი; ბ.ბ.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში, ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე − 0.80 ლარი. 15. ცეცხლსაშიში სამუშაოების, მასობრივი, სანახაობრივი, სპორტული ან/და სხვა ღონისძიებების ჩატარების დროს (გარდა უშუალოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, საქველმოქმედო ღონისძიებებისა, როდესაც მომსახურება უსასყიდლოდ გაიწევა), აგრეთვე ფილმის, რეკლამის ან კლიპის გადაღებისას სახანძრო/სამაშველო, საავარიო-სამაშველო ტექნიკით ან/და ეკიპაჟით მომსახურება, სახანძრო/სამაშველო, საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის თხოვება: ა) ყოველ ერთ საათამდე დროის განმავლობაში – 100 ლარი; ბ) 24 საათზე მეტი დროით – ყოველი დამატებითი საათისათვის – 50 ლარი. 16. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული, ბირთვული, ხანძარსაშიში ან/და ფეთქებადი ტვირთის გაცილება: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის საზღვრებში, ერთი სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკითა და ეკიპაჟით – 500 ლარი; ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ – ყოველ დამატებით კილომეტრზე – 7 ლარი. 17. წყალზე მასობრივი, სანახაობრივი, სპორტული და სხვა ღონისძიებების ან სამუშაოების ჩატარების დროს (გარდა უშუალოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, საქველმოქმედო ღონისძიებებისა, როდესაც მომსახურება უსასყიდლოდ გაიწევა), აგრეთვე ფილმის, რეკლამის ან კლიპის გადაღებისას თითოეული მცურავი საშუალებით (ტექნიკით) მომსახურება მაშველებთან ერთად: ა) ყოველ ერთ საათამდე დროის განმავლობაში – 200 ლარი; ბ) 24 საათზე მეტი დროით – ყოველი დამატებითი საათისათვის – 100 ლარი. 18. ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სიმულაციური განგაშის ორგანიზება და ჩატარება – 300 ლარი. 19. ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სიმულაციური განგაშის ორგანიზება და ჩატარება სახანძრო სამაშველო ტექნიკის გამოყენებით – 800 ლარი. 20. სახანძრო-სამაშველო, სამთო-სამაშველო და სიმაღლეზე სამაშველო სამუშაოების სწავლება ერთი პირისთვის – 2 000 ლარი. 21. წყალზე სამაშველო სწავლება ერთი პირისთვის – 500 ლარი. 22. წყალქვეშ სამაშველო სამუშაოების წარმოება: ა) ერთ საათამდე დროის განმავლობაში – 400 ლარი; ბ) 24 საათზე მეტი დროით – ყოველი საათისათვის 200 ლარი. მუხლი 4🔗. საფასურის გადახდის პირობები 1. დაინტერესებული პირი ვალდებულია, შესაბამისი მომსახურების მისაღებად წინასწარ გადაიხადოს ამ წესით განსაზღვრული მომსახურების საფასური, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები ანგარიშსწორებას განახორციელებენ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) გამოწერისა და წარდგენის შემდეგ, არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს. 3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ასევე სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები თავისუფლდებიან ამ წესის მე-3 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისგან. მუხლი 5🔗. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. თუ მომსახურების საფასური გადახდილია დადგენილზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნდება მის მიერ გადახდილ თანხასა და მომსახურების საფასურს შორის არსებული სხვაობა, უნაღდო ანგარიშსწორებით. 2. გადახდილი საფასურის სრულად დაბრუნება ხორციელდება შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით, თუ: ა) სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების ან სხვა ობიექტური გარემოებების გამო, ვერ უზრუნველყოფს მომსახურების განხორციელებას; ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე წერილობითი ფორმით უარს აცხადებს მომსახურების მიღებაზე.