ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.06.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11-56
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016992
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/06/2022
matsne.gov.ge 751 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
სამშენებლო სამართალდარღვევა
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის XV თავით გათვალისწინებული სამართალდარღვევები
მუხლი 2
სამშენებლო სამართალდამრღვევი
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირები
მუხლი 2
ადმინისტრაციული საჩივარი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივარი
მუხლი 2
დადგენილება
სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული დადგენილება
მუხლი 2
გადაწყვეტილება
დადგენილებაზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
მუხლი 2
სამსახური
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური
მუხლი 2
მუნიციპალური ინსპექცია
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია. 2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები, რომელიც არ არის განმარტებული ამ მუხლით, განიმარტება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ან სხვა შესაბამისი კანონმდებლობით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.01.2026 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 24.01.2020 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 18.05.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 23.05.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 23.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11-56 2022 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი და პირობები“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესს და პირობებს.   2. წესის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე: ა) სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების  დროულად გაცნობისათვის სათანადო პირობების შექმნა; ბ) სამშენებლო სამართალდარღვევაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; გ) სამშენებლო სამართალდარღვევის პრევენცია და დედაქალაქის იერსახეზე ზრუნვა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებული ტერმინები წესის მიზნებისთვის განიმარტება შემდეგნაირად: ა) სამშენებლო სამართალდარღვევა – საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის XV თავით გათვალისწინებული სამართალდარღვევები; ბ) სამშენებლო სამართალდამრღვევი – საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირები; გ) ადმინისტრაციული საჩივარი – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივარი; დ) დადგენილება – სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული დადგენილება; ე) გადაწყვეტილება – დადგენილებაზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ვ) სამსახური – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური; ზ) მუნიციპალური ინსპექცია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია. 2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები, რომელიც არ არის განმარტებული ამ მუხლით, განიმარტება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ან სხვა შესაბამისი კანონმდებლობით. მუხლი 3🔗. გადაწყვეტილების გაცნობა 1. სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის გადაწყვეტილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე. 2. ოფიციალურ გაცნობის მიზნით გადაწყვეტილების გაგზავნას ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე უზრუნველყოფს სამსახური, გადაწყვეტილების გამოცემიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში. 3. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან უარს აცხადებს გადაწყვეტილების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება: ა) გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება; ბ) გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდზე განთავსება. მუხლი 4🔗. გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება 1. გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ინსპექცია. გადაწყვეტილება სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსდება არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის მერიისათვის ცნობილი გახდება, რომ გადაწყვეტილების გაცნობა სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის ვერ მოხდა ამ წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. 2. სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსდება მხოლოდ გადაწყვეტილების სათაური და სარეზოლუციო ნაწილი. 3. გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებისას მასზე მითითებული უნდა იქნას მისი განთავსების თარიღი, რაც დადასტურდება უფლებამოსილი პირის მიერ ოქმის შედგენის გზით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმს ადგენს მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი. ოქმს უნდა დაერთოს გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების დამადასტურებელი შესაბამისი ფოტომალასა. ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ეგზავნება სამსახურსაც. 5. სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განსათავსებელ ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას მუნიციპალურ ინსპექციას უგზავნის სამსახური. მუხლი 5🔗. გადაწყვეტილების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება 1. გადაწყვეტილების განთავსებას მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე -  Decisions.tbilisi.gov.ge უზრუნველყოფს სამსახური. გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის მერიისათვის ცნობილი გახდება, რომ გადაწყვეტილების გაცნობა სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის ვერ მოხდა ამ წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. 2. ვებგვერდზე განთავსდება მხოლოდ გადაწყვეტილების სათაური და სარეზოლუციო ნაწილი. 3. გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსებისას უნდა მიეთითოს განთავსების თარიღი. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ 7 თვის განმავლობაში. მუხლი 6🔗. გადაწყვეტილების გაცნობა სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე ან ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების შემთხვევაში 1. გადაწყვეტილების შესაბამისი პირის/პირებისთვის გაცნობის მიზნით, გადაწყვეტილების განთავსება ხდება როგორც სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე, ისე მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის გაცნობად ჩაითვლება შესაბამისი გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე ან მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებისა და ვებგვერდზე განთავსების დრო არ ემთხვევა ერთმანეთს, ჩაბარების 7 დღიანი ვადის ათვლა იწყება უფრო გვიან განხორციელებული განთავსებიდან. მუხლი 7🔗. გარდამავალი დებულებები ამ წესით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაცნობის წესი, ასევე გავრცელდეს ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ წესის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.