ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2022 წლის 14 ივნისი ქ. ტყიბული |
|
|
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2022 წლის 14 ივნისი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“, „დ.დ“, „დ.ე“ ქვეპუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-19 მუხლისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ნუსხა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №21 დადგენილება (www. matsne.gov.ge, 27.12.2021 წ., 010250050.35.125.016399).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 15 ივლისიდან.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე
დანართი №1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
№
თანამდებობის დასახელება
საშტატო ერთეული
თანამდებობრივი სარგო
1
საკრებულოს თავმჯდომარე
1
4510
2
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
1
3410
3
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
2
2970
4
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
5
2420
5
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
2
2200
6
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
3
1760
სულ
14
საკრებულოს აპარატი
1
I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი)
1
1870
2
III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში)
1
1100
3
III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურიდიულ საკითხებში)
1
1100
4
III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომების ადმინისტრირებისა და საოქმო საკითხებში)
1
1100
სულ
4
დანართი №2
№
შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციის დასახელება
სარგო (ლარი)
1
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
1
1200
2
ვებმენეჯერი
1
960
3
მდივან-რეფერენტი
1
1080
4
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
1
1080
5
ანალიტიკისა და სტატისკის სპეციალისტი
1
1080
6
მძღოლი
1
1080
სულ
6