„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№319
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.023530
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №319

2022 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 010240030.10.003.020789) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 82 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2

1. გაუქმდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში  (შემდეგომში – სააგენტო) სამსახურები/ფუნქციები, რომლებიც პასუხს აგებენ ან ახორციელებენ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით („რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომი­სიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“) შექმნილი კომისიის სამდივნოს ფუნქციას და/ან კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღნიშნული მიმართულებით ფუნქციები და უფლება-მოვალეობები გადაეცეს სამინისტროს მართვაში არსებულ ა(ა)იპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდს.

2. ა(ა)იპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდი განისაზღვროს სამინისტროსა და სააგენტოს სამართალმემკვიდრედ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით („რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომი­სიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“) შექმნილი კომისიის სამდივნოს ფუნქციებისა და კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების მიმართულებით მოთხოვნებისა და ვალდებულებების (დასრულებული, პირობითი, მიმდინარე), აგრეთვე მიმდინარე, დასრულებული და აღსასრულებლად მიქცეული სამართალწარმოების (სასამართლო საქმეები) ნაწილში.

3. ამ მუხლის შესრულების მიზნით, სამინისტრომ და სააგენტომ უზრუნველყონ:

ა) რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების კომისიის სამდივნოს ფუნქციის და/ან კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების საქმიანობის მიმართულებით დასაქმებულ თანამშრომელთა განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება;

ბ) რეფერალური მომსახურების სამედიცინო დახმარების კომპონენტის მიმართულებით არსებული ქონებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ამ ფუნქციის შესასრულებლად გამოყენებული სხვა ქონების განსაზღვრა და ფონდისთვის გადაცემა, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან დამატებითი შეთანხმების გარეშე.

4. ა(ა)იპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდს მიეცეს უფლება, თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის და/ან ქონების გადაცემამდე ან შეძენამდე ისარგებლოს სამინისტროსა და სააგენტოს ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებითა და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით), ასევე სამინისტროს სისტემაში არსებული ელექტრონული სერვისებით/სისტემებით, მონაცემთა ბაზებით, სამინისტროს ვებგვერდითა და სხვა საშუალებებით, პროცესების უწყვეტობის მიზნით.

5. დაევალოს სამინისტროს:

ა) უზრუნველყოს ამ მუხლით გათვალისწინებული პროცესის კოორდინაცია, რისთვისაც უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, გამოსცეს აქტები;

ბ) ამ დადგენილებასთან შესაბამისობის მიზნით, სხვა საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.

6. ა(ა)იპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდი უფლებამოსილია, გამოიყენოს როგორც მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემთა ბაზები/ საინფორმაციო სისტემები, ასევე მიიღოს/დაამუშაოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 3
დადგენილება, გარდა დადგენილების მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2022 წლის 20 ივნისიდან. დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი