ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.06.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016543
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2022 წლის 17 ივნისი ქ. ბათუმი | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საკრებულოს წევრის სახელი, გვარი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულის ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2022 წლის 17 ივნისი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი თანახმად, დანართი №1-სა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირისა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრების მონაცემების ამსახველი ანგარიშის (ინფორმაცია) ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ცხრილი, დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №48 დადგენილება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე
დანართი 1
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების (შემდგომში – საკრებულოს წევრის ხარჯები) ზღვრულ ოდენობას, მისი ანაზღაურების წესსა და პირობებს.
მუხლი 1🔗.
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
1. საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) არ აღემატება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და ანაზღაურდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თვეში არაუმეტეს 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარისა.
2. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ყოველთვიური ხარჯები ანაზღაურდება:
ა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისთვის;
ბ) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისათვის;
გ) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის.
3. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ყოველთვიური ხარჯები ანაზღაურდება შემდეგნაირად:
ა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისთვის 60% – 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარი;
ბ) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისათვის 20% – 150 (ასორმოცდაათი) ლარი;
გ) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის 20% – 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
4. საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისთვის, საკრებულოს კომისიების სხდომებსა და საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯებისა და ანაზღაურებასთან დაკავშირებით ამ დოკუმენტაციის მომზადება, შევსებასა და წარდგენასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირ(ები)ი განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების პროცედურები.
1. საკრებულოს კონკრეტული წევრის (გარდა თანამდებობის პირისა) ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობის განსაზღვრისთვის საკრებულოს წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა) ვალდებულია ყოველ თვეში არანაკლებ 5 (ხუთი) ჯერ შეხვდეს ამომრჩევლებს, როგორც ადგილზე ასევე გასვლით, რასთან დაკავშირებითაც ყოველი თვის არა უადრეს 1 და არაუგვიანეს 2 რიცხვისა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს წერილობით ინფორმაცია ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის შესაბამისად.
2. საკრებულოს მუდმივმოქმედმა კომისიებმა ყოველი თვის არა უადრეს 1 და არაუგვიანეს 2 რიცხვისა უზრუნველყონ საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირისა ) კომისიის სხდომებზე დასწრების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი(ები)ს (კომისიის ოქმი) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული პირებისათვის მიწოდება.
3. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯები აუნაზღაურდეს მის მიერ ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრების, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის პროპორციულად.
4. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა საპატიო მიზეზით გაცდენილად ეთვლება:
ა) თუ საკრებულოს/კომისიის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის (ავადმყოფობა-დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება,) არსებობის შესახებ სხდომამდე წერილობით, ხოლო წერილობით შეტყობინების შეუძლებლობის შემთხვევაში ზეპირად ინფორმირებული იქნება კომისიის/საკრებულოს თავმჯდომარე, რასთან დაკავშირებითაც საკრებულოს წევრმა საკრებულოს აპარატში ყოველი თვის არა უადრეს 01 და არაუგვიანეს 02 რიცხვისა წერილობით უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ბ) თუ ფრაქცია ან უფრაქციო საკრებულოს წევრი პოლიტიკური შეხედულების გამო უარს აცხადებს საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების სხდომაზე საკითხთა განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი) ასეთ შემთხვევაში წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
5. საკრებულოს აპარატის უფროსმა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მიღებიდან 2 (ორი) დღის ვადაში, უზრუნველყოს მოხსენებითი ბარათით საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირისა), უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ ერთიანი დოკუმენტაციის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენა.
6. საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი ერთიანი დოკუმენტაცია, საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ, წარდგენიდან იმავე დღეს საკრებულოს თავმჯდომარის წერილით გადაეგზავნოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.
7. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, ამ წესის შესაბამისად საკრებულოს მიერ გაგზავნილი დოკუმენტაციის (წერილი, მოხსენებითი ბარათი და სხვა დოკუმენტაცია) საფუძველზე, 3(სამი) დღის ვადაში უზრუნველყოს საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის 4-ე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე.
დანართი 2
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირისა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრების მონაცემების ამსახველი ანგარიშის (ინფორმაცია) ფორმა
მუნიციპალიტეტის დასახელება: _______________________________________
საკრებულოს წევრის სახელი, გვარი: ____________________________________________
შეხვედრის დრო/ წელი თვე რიცხვი: ____________________________________________
მოქალაქეებთან შეხვედრების დრო და ადგილი
1)_____________________________________________________________________________________ 2)_____________________________________________________________________________________ 3)_____________________________________________________________________________________ 4)_____________________________________________________________________________________ 5)_____________________________________________________________________________________
შეხვედრებზე დამსწრე მოქალაქეთა რაოდენობა
1)_____________________________________________________________________________________ 2)_____________________________________________________________________________________ 3)_____________________________________________________________________________________ 4)_____________________________________________________________________________________ 5)_____________________________________________________________________________________
საკრებულოს წევრი
(ხელმოწერა)
.
დანართი 3
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ცხრილი
საანგარიშო პერიოდი:
(თვე) (წელი)
№
საკრებულოს წევრის
სახელი, გვარი
საკრებულოს სხდომების
რაოდენობა/დასწრება
საკრებულოს კომისიების
სხდომების
რაოდენობა/დასწრება
საპატიო მიზეზის რაოდენობა
მოსახლეობასთან შეხვედრების
რაოდენობა
საქმიანობასთან
დაკავშირებული
ხარჯი (ლარში)
წინამდებარე ცხრილი შეადგინეს:
საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურე
(ხელმოწერა) (სახელი გვარი)
საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურე
(ხელმოწერა) (სახელი გვარი)
საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურე
(ხელმოწერა) (სახელი გვარი)
საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურე
(ხელმოწერა) (სახელი გვარი)
ცხრილის შევსების თარიღი „--------“ „--------------------“-------წელი.