ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის და შალვა ცინცაძის ქუჩის გასასვლელის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული გასასვლელისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ჯანგირაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 10.06.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №279
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016674
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2022
matsne.gov.ge 208 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთისთვის, მიხაკო წერეთლის I ჩიხისთვის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის საზოგადო და სამხედრო მოღვაწის დავით ვაჩნაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 25.07.2025 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული ორი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბადრი ჭინჭარაულის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 23.09.2025 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის შესახვევისთვის და გასასვლელისთვის არტილერისტის გიორგი გურამიშვილის ქუჩის და გიორგი გურამიშვილის I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 15.02.2022 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, სულიკო თორთლაძის ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის თაბორის მთის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 19.12.2025 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სვიმეონ შოთაძის ქუჩის მონაკვეთისთვის, მშვიდობის ქუჩისთვის, ორი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის ანდრო ქუჯოშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 13.09.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის და შალვა ცინცაძის ქუჩის გასასვლელის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული გასასვლელისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ჯანგირაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №27 9  2022 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის და შალვა ცინცაძის ქუჩის გასასვლელის მონაკვეთისთვის,  მასთან არსებული გასასვლელისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული  ნოდარ ჯანგირაშვილის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1.  ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის გასასვლელის მონაკვეთს და შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთს მიენიჭოს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ჯანგირაშვილის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის გასასვლელის მონაკვეთს მიენიჭოს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ჯანგირაშვილის I გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 4. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64). საკრებულოს თავმჯდომარე                                      გიორგი ტყემალაძე .