ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთისთვის, მიხაკო წერეთლის I ჩიხისთვის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის საზოგადო და სამხედრო მოღვაწის დავით ვაჩნაძის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №369 |
|
2025 წლის 25 ივლისი
ქ. თბილისი
|
1. გლდანის რაიონში, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს საზოგადო და სამხედრო მოღვაწის დავით ვაჩნაძის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. გლდანის რაიონში, მიხაკო წერეთლის I ჩიხს მიენიჭოს დავით ვაჩნაძის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. გლდანის რაიონში, მიხაკო წერეთლის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს საზოგადო და სამხედრო მოღვაწის დავით ვაჩნაძის II ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
5. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე