ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლებაში, იაკობ ხვედელიანის ქუჩის მონაკვეთისთვის და იაკობ ხვედელიანის ჩიხისთვის პირველი ქართველი სამხედრო მფრინავის ნიკოლოზ მაყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №701 |
|
2024 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. სამგორის რაიონში, იაკობ ხვედელიანის ქუჩის მონაკვეთს და იაკობ ხვედელიანის ჩიხის მონაკვეთს მიენიჭოს პირველი ქართველი სამხედრო მფრინავის ნიკოლოზ მაყაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. სამგორის რაიონში, იაკობ ხვედელიანის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს ნიკოლოზ მაყაშვილის II ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. სამგორის რაიონში, იაკობ ხვედელიანის ჩიხის მონაკვეთს მიენიჭოს ნიკოლოზ მაყაშვილის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
5. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე