ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მნათობის ქუჩის მონაკვეთისთვის, პეტრე ბაგრატიონის ქუჩის მონაკვეთისთვის, პაატა სააკაძის ქუჩის მონაკვეთისთვის და მნათობის ჩიხის მონაკვეთისთვის მწერლის ზაირა არსენიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №419 |
|
2023 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი |
1. ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩის მონაკვეთს, მასთან მდებარე უსახელო ქუჩას, მნათობის ქუჩის მონაკვეთს, პეტრე ბაგრატიონის ქუჩის მონაკვეთს და პაატა სააკაძის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს მწერლის ზაირა არსენიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ჩუღურეთის რაიონში პაატა სააკაძის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს მწერლის – ზაირა არსენიშვილის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. ჩუღურეთის რაიონში ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩასთან მდებარე ორ უსახელო ჩიხს მიენიჭოს მწერლის – ზაირა არსენიშვილის I და II ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
4. ჩუღურეთის რაიონში ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩის მონაკვეთს და მნათობის ჩიხის მონაკვეთს მიენიჭოს მწერლის – ზაირა არსენიშვილის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
6. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე